შაბათი, ნოემბერი 15, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნეტა ვინ არის ეს არაბული “დიშდაშით” შემოსილი “პატრიოტი”...

“ნეტა ვინ არის ეს არაბული “დიშდაშით” შემოსილი “პატრიოტი” და “ტრადიციების დამცველი” ჯიგარი?!…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი დაგეგმილ ე.წ. არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებსა და დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას:

ე.წ. არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებით თავი გავანებოთ პოლიტიკური და დემოგრაფიული უსაფრთხოების თემებს, რაზეც ქოც-გამპრავაბლებს აქვთ აბსურდული, მაგრამ “არგუმენტები” რითაც ცდილობენ, რომ ტრადიციულად “ტვინი გამოურეცხონ” ქართულ ჯიგრულ კონფორმიზმს და მიუხედავად ინფორმაციის სიმწირისა, ვისაუბროთ მხოლოდ ფაქტებით, რაც განაპირობებს ამ გარიგების უკიდურეს სკანდალურობას და რისი საწინააღმდეგო “არგუმენტებიც” უბრალოდ არ არსებობს.

იმ მწირი ინფორმაციით, რაც ვიცით, ქართული მხარე ერთობლივი საწარმოს ფარგლებში დებს ათამდე მილიონ კვადრატულ მეტრ მიწას, ხოლო “არაბული” აშენებს.

მიწის კომერციული ღირებულება მინიმუმ ნახევარი მილიარდი დოლარია.

რაც შეეხება მშენებლობას, დეველოპერი რეალურად ეტაპობრივად აშენებს-ყიდის პრინციპით მუშაობს, ანუ, ყიდის მათ შორის მშენებლობის ეტაპზე ბინებს და უფრო მეტიც, მხოლოდ მიწებს შესაბამისი პროექტებით, ანუ ჰაერს.

ამ საქმიანობის სტარტისთვის სავესებით საკმარისია მაქსიმუმ 100 მილიონის ინვესტირება, რომლის ეტაპობრივმა ბრუნვამაც შესაძლოა საბოლოო ჯამში მოგვცეს 6 მილიარდი.

ანუ, სავარაუდოდ არანაირ ყბადაღებულ 6 მილიარდიან ინვესტიციაზე არ არის საუბარი.

ეს 6 მილიარდი არა ინვესტორის, არამედ მათ შორის ქართველი მომხმარებლის ჯიბიდან უნდა იქნას ამოღებული.

დასკვნა – ე.წ. “არაბული მხარე” დებს ქართულ მხარეზე ერთი რიგით ნაკლაბ თანხას და იღებს ერთი რიგით მეტ მოგებას.

ამოცანა გვეკითხება – ნეტა ვინ არის ეს არაბული “დიშდაშით” შემოსილი “პატრიოტი” და “ტრადიციების დამცველი” ჯიგარი?!…” – წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...

“28 ნოემბერს ქართველი ხალხი კვლავ იტყვის თავის სათქმელს ამ ისტორიულ გზაზე, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით...

“შიშის და უიმედობის დათესვის მიზნით, ამავდროულად კი რუსეთის საამებლად,...

“თბილისს და ბათუმს არ სჭირდებათ ახალი ამირა ჭორვილელის სახით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს არაბული...

“პოლიტპატიმრები საპროცესო გარიგებას არ აფორმებენ რეჟიმთან, პატიმარი საკანში ტოვებს ციხეში ნაყიდ ნივთებს სხვა პატიმრისთვის”...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის პატიმრობიდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გამოდით უნდა დაგთვალოთ, ვინც ქვეყანა გადააყოლეთ კომპლექსებს და მიშას სიძულვილს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პროკურატურის...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...

“ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს...

“თქვენ, გუშინ გამოჩეკილო პარტიულებო, ჩემზე მეტად გიყვართ და გტკივათ???” – ლიკა გამრეკელი

ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი ლიკა გამრეკელი,...