ოთხშაბათი, ნოემბერი 12, 2025
12.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მან შემომწირა ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი" - მიხეილ სააკაშვილი...

“მან შემომწირა ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი” – მიხეილ სააკაშვილი დაბადების დღეს ულოცავს დედას

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გახსენებით და  ემოციური შეფასებებით დაბადების დღეს ულოცავს დედას, გიული ალასანიას:

მან შემომწირა ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი. საშინლად ჭირიანი ვიყავი და მრავალი თვე გაატარა ჩემთან ერთად საავადმყოფოებში. მუდმივად დამატარებდა ექიმებთან, დავყავდი მასწავლებლიდან მასწავლებლამდე, გვიან ღამემდე. მიკითხავდა წიგნებს, თან პარალელურად იცავდა დისერტაციებს, წერდა წიგნებს, ხდებოდა პროფესორი. მთელი ეს დრო ეძინა ჩემთან ოთახში, მე საწოლზე მას კი გასაშლელ დასაწოლზე – საშინლად ვიწროზე და მოუხერხებელზე (ლეჟანკაზე).

2021 წელს ჩამოფრინდა კიევში რათა დავერწმუნებინე არ წამოვსულიყავი. საღამოს ვუთხარი ხვალ დავილაპარაკოთ თქო და დილის ექვს საათზე გავიპარე, როცა მას ეძინა.

სასწრაფოდ გაყიდა მამამისის დატოვებული მიწა და ადვოკატები იქირავა. ბოლო 4 წელი დღეში 2-ჯერ მოდის გრძელ გზაზე საკვებით, რომელსაც დილიდან მიმზადებს (არასდროს ეხერხებოდა საჭმლის გაკეთება და ახლა ისწავლა), იცდის რიგებში, გადის ჩხრეკას. პირველი ორი წელი ჩემთან ერთად იბრძოდა რომ არ მოვმკვდარიყავი, თითქმის ყოველი დღე ურთულესი იყო, განსაკუთრებით მისთვის.

ახლახანს დიქტატურამ ვითომ ჟურნალისტები დაახვედრა კლინიკასთან. ის გვერდითი შესასვლელიდან შემოვიდა, რათა აგრესიისგან თავი აერიდებინა, ხოლო უკან გასვლისას ადმინისტრაციამ დაუკეტა ყველა სხვა გასასვლელი, რათა ვერ გაჰქცეოდა ვაი პროპაგანდისტებს.

კითხვებს უსვამდნენ მის მეორე დიდ სიყვარულზე – მის უნივერსიტეტზე, რომელიც ნულიდან ააწყო პარტნიორებთან ერთად. დღე და ღამე მუშაობდნენ, შეისყიდეს მიტოვებული შენობები და სიცოცხლე შთაბერეს.

მთელი მსოფლიო მოიარეს ფულის და სტუდენტების მოსაზიდად და მიუხედავად ყველა სიძნელისა, შექმნეს არამხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის ყველაზე რეიტინგიანი უმაღლესი სასწავლებელი, სადაც მრავალმა ათასმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება და რომელსაც ხალხი მოკლედ ეძახის “ალასანიას”, რაც ცოტა უსამართლოა მისი პარტნიორის მიმართ, რომელმაც ასევე ბევრი შრომა ჩადო და ახლა როცა უნივერსიტეტი წარმატების პიკშია მას ანადგურებენ.

ის ახლა ერთის მხრივ უყურებს თუ როგორ ცდილობენ გაანადგურონ მისი შვილი, რომლის აღზრდას და განათლებას გადააყოლა ახალგაზრდობა, პირადი ცხოვრება და ასევე როგორ ასწორებენ მიწასთან მის მეორე საყვარელ ქმნილებას “საქართველოს უნივერსიტეტს”, ბნელი, ბოროტი, შურიანი ორფეხა მტაცებლები.

დღეს დედაჩემ გიულის 79 წელი უსრულდება. რა თქმა უნდა, მასაც და მეც გაგვიხარდებოდა სხვა გარემოებებში აღგვენიშნა დაბადების დღე, თუმცა გიული მაინც თავის სტიქიაშია. ეს ბოლო წლები სულ მიყვება თავის სამეცნიერო მიგნებებზე საქართველოს ისტორიის სფეროში და დღესაც ჩადის ვარშავაში კონფერენციაზე, რათა წაიკითხოს საგულდაგულოდ მომზადებული მოხსენება.

HAPPY BIRTHDAY DEDIKO 🎈🎈🎈“, – ულოცავს მიხეილ სააკაშვილი დედას.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...

“თუ თქვენ თავად არ სცემთ პატივს და არ ინარჩუნებთ საკუთარი ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს,...

ერის კონკრეტულ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს/მიანიშნებს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი...

არ უნდა შევეპუოთ, თუ ჩვენ არ ვიბრძოლეთ, აუცილებლად დავკარგავთ ქვეყანას!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ შედარება-შეფასებებს აკეთებს ბელარუსისა...

“ამ ქვეყნის ხსნა რეჟიმის ბოლომდე ჩალპობაშია” – შოთა უტიაშვილი

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, საპროტესტო აქტივობების, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა, რომ გააკეთეთ ის, რაც სხვამ ვერ გაბედა – საქართველო ხელიდან გამოგლიჯეთ რუსულ იმპერიას…”...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...