არაბული ინვესტიციების თემასთან დაკავშირებით ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მძიმე პოზიციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი:
“ყველაზე კარგად სიტყვა “ბანძობა” აღწერს ოპოზიციის ისტერიკას არაბულ ინვესტიციაზე.
რა ბანძი უნდა იყო, ისლამურ სამყაროში ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მჭიდრო პოლიტიკურ და სავაჭრო მოკავშირეს აგინო, ქართულ ისლამოფობიაზე მოხტომის ხათრით.
მაგ სიბანძეშიც ლუზერები არიან – ულამაზესად გადაიყვანა ივანიშვილმა თავის მოედანზე და გააპობს ახლა დიდებულად ალტინფოთი“, – აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

