ოთხშაბათი, ნოემბერი 12, 2025
12.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"იმედი გვაქვს, სულ მალე, საბოლოოდ გავაჯანსაღებთ პოლიტიკურ ველს,...

“იმედი გვაქვს, სულ მალე, საბოლოოდ გავაჯანსაღებთ პოლიტიკურ ველს, სადაც აგენტების და ქვეყნის მტრების ადგილი არ არის!” – რიმა ბერაძე

ჩვენს ქვეყანაში, ბოლოს და ბოლოს, დადგა დრო, როცა მოგვეცა საშუალება ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და ყველას კუთვნილი ადგილი მივუჩინოთ. ქვეყნის მტრები და აგენტები ვეღარასოდეს შეძლებენ ზიანი მიაყენონ მოსახლეობას, ისინი დაიკავებენ კუთვნილ ადგილს პოლიტიკურ სანაგვეზე“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავის გამოსვლაში, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება.

მას შემდეგ, რაც ჩვენ აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება გადავწყვიტეთ, უარი ვთქვით გარე ძალების ინტერესების გათვალისწინებაზე, უარი ვთქვით სხვის ომში ჩვენი ხალხის გაწირვაზე, მტკიცედ გავაგებინეთ ყველას, რომ გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებზე მიიღება მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, დაიწყო ღია დაპირისპირება ჩვენი ხელისუფლების შეცვლის და ქართველი ერის განადგურების მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ძალები გაერთიანდა, ამ პატარა ერმა, რთულ მსოფლიო პოლიტიკურ ქარტეხილებში, მაინც მოვახერხეთ გადარჩენა.

რას არ გვაბრალებდნენ: ხან რუსეთუმეები ვიყავით, ხან ვითომ „რუსულ კანონებს“ ვიღებდით, ხან ქვეყანას ვარუსებდით, ხანაც უკანა ეზოდ ვღობავდით. რა არ დაგვაბრალეს თვითონ უცხოური ძალების აგენტებმა, რომ როგორმე მოსახლეობაში საპროტესტო მუხტი რევოლუციამდე მიეყვანათ“, – აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ.

მისივე თქმით, ქვეყნაში სისხლიანი რევოლუციის მოწყობის ხუთი მცდელობა იყო და ამისათვის საჭირო კოლოსალური თანხები ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გზით შემოდიოდა და სრულიად არ იყო გამჭირვალე.

ასეთ ზეწოლას ხშირად ჩვენზე გაცილებით დიდი და ძლიერი ქვეყნებიც ვერ უძლებენ და რამ გადაგვარჩინა ჩვენ? სამშვიდობოზე ქვეყანა ჩვენმა სიმართლემ, უკომპრომისო სიმტკიცემ და ხალხის მხარდაჭერამ გაიყვანა. ყველა ჩვენგანი ვაანალიზებდით, რომ სასწორზე ერის განადგურება იდო და მზად ვიყავით საკუთარი სიცოცხლის ფასად დაგვეცვა ქვეყნის ინტერესები. ქართველი ხალხი ბრძენია, მას საუკუნოვანი ისტორიული მეხსიერება აქვს და კარგად ცნობს მტერსა და მოყვარეს, ასევე იცის მოღალატეების ცნობა. ჩვენმა ხალხმა დაინახა ჩვენი ეროვნული დამოკიდებულება და გადამწყვეტ, ბოლო ორ არჩევნებში დაანახა მთელ მსოფლიოს სად დგას საქართველო.

საქართველო დგას მტკიცედ, საკუთარი ღირსების, მშვიდობის და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე!

ქართველი ხალხის ამ მხარდაჭერამ, ჩვენმა სიმტკიცემ და ამ ერთობამ გადაგვარჩინა და საშუალება მოგვცა გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარების პროცესი. მას შემდეგ, რაც საბოლოოდ შევძელით გაერთიანებული ოპოზიციის სრული ლუსტრაცია, ეს პროცესი გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე გასულ წლებში“, – აღნიშნა რიმა ბერაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, ამ პროცესში განსაკუთრებული როლი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას ეკუთვნის.

კომისიის დასკვნა დაფუძნებულია რეალურ ისტორიებზე. ადამიანები, რომლებიც სასწაულებრივად გადაურჩნენ რეჟიმს, ფაქტებით ასაბუთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ტოტოლიტარული რეჟიმის სიმძიმეს.

ყველა მოუთმენლად ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმედი გვაქვს, სულ მალე, საბოლოოდ გავაჯანსაღებთ ქართულ პოლიტიკურ ველს, სადაც აგენტებისა და ქვეყნის მტრების ადგილი არ არის!

ჩვენს სიმართლეს კიდევ უფრო ამტკიცებს პროკურატურის მიერ ოპოზიციის ლიდერებისთვის ბრალის წარდგენა. ყველამ მოვისმინეთ ჩანაწერები, სადაც ოპოზიციის ლიდერები ღიად და სიამაყით საუბრობენ იმაზე, როგორ გააქვთ ქვეყნიდან საიდუმლო ინფორმაცია, როგორ დადიან საქაღალდეებით და ითხოვენ ქვეყნისა და მისი ხალხის დასჯას“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გამოდით უნდა დაგთვალოთ, ვინც ქვეყანა გადააყოლეთ კომპლექსებს და მიშას სიძულვილს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პროკურატურის...

“ამ ქვეყნის ხსნა რეჟიმის ბოლომდე ჩალპობაშია” – შოთა უტიაშვილი

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, საპროტესტო აქტივობების, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე...

“ნაცობა” არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტიის წევრობა ან მხარდამჭერობა, იგი არის იდეოლოგია, რომელიც...

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმაურება საქართველოს პროკურატურის მიერ ოპოზიციონერი...

“თუ მაგრები ხართ, აბა, ხაზარაძე-ჯაფარიძეს შეუგროვეთ თითო მილიონი” – ბონდო მძინარაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ თითო მილიონი ლარის გირაო დაუწესა "ლელო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა, რომ გააკეთეთ ის, რაც სხვამ ვერ გაბედა – საქართველო ხელიდან გამოგლიჯეთ რუსულ იმპერიას…”...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...