პარასკევი, აპრილი 26, 2024

2020 წლის მარტის თვის ეკონომიკური ზრდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა გამოაქვეყნა 2020 წლის მარტის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება. “კოვიდ 19” პანდემიის გამოცხადების შემდეგ ანალიზისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა ტენდენციები შეინიშნება ქართულ ეკონომიკაში.

წინასწარი შეფასებით, 2020 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ -2.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 1.5 პროცენტით განისაზღვრა.

2020 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია. კლება დაფიქსირდა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ხელოვნების, გართობის და დასვენების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების, დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორებში.

საქონლის ექსპორტმა შეადგინა 778.2 მლნ. $, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია 5.9 %-ით. საქონლის იმპორტი 1 995.8 მლნ.$, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 1.4%-ით ნაკლებია. ჯამში სავაჭრო ბალანსმა 2 773.9 მლნ.$ შეადგინა, რაც 2.7% ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან მიმართებაში.

დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 6 300.0 მლნ. ლარი შეადგინა. რაც 0.7 %-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლებთან მიმართებაში.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებს 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლებმა 2839.5 მლნ. ლარი, ხოლო ხარჯებმა 2750.2 მლნ. ლარი შეადგინა.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული