ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი WTM London 2025-ზე წარადგინა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი WTM London 2025-ზე წარადგინა

აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ლონდონში, ტურიზმის ინდუსტრიის უმსხვილეს გამოფენაზე განხორციელდა.

WTM London 2025-ზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარადგინა. გამოფენაზე, რომელსაც წელს 43,000-ზე მეტი ვიზიტორი ესწრებოდა, საქართველოს სტენდის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ აჭარაში და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ და ქვეყნის მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებს გაცნობოდნენ.

გამოფენის ფარგლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა ტურისტული, მარკეტინგული კომპანიებისა და საერთაშორისო მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან.

წელს, ლონდონის ტურისტულ გამოფენაში 180-ზე მეტი ქვეყნიდან 5,000-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად ეწევა რეგიონის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნებში. მიმდინარე წელს, უწყებამ რეგიონის ტურისტული პროდუქტები 20-ზე მეტ მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა, როგორც ევროპის ისე აზიის მიმართულებით.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა, რომ გააკეთეთ ის, რაც სხვამ ვერ გაბედა – საქართველო ხელიდან გამოგლიჯეთ რუსულ იმპერიას…”...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...