ოთხშაბათი, ნოემბერი 12, 2025
12.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს ადამიანები ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას, დგამენ ისეთ ნაბიჯებს,...

“ეს ადამიანები ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას, დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც აზიანებს ამ ქვეყანას” – კახა კალაძე ოპოზიციის ლიდერებზე

ეს ადამიანები, თავიანთი ქმედებებით, ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას, დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც აზიანებს ამ ქვეყანას, მის მომავალს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მშვიდობის შენარჩუნებას და ა.შ.“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე შეკითხვას ოპოზიციის ლიდერების ნაწილისთვის გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით.

ამასთან, კითხვაზე – შეიძლება თუ არა ამავე საქმესთან დაკავშირებით ბრალი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტსაც წაუყენონ, მერი ამობობს, რომ ამასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს.

ამაზე ვრცელი განმარტება გააკეთა საგამოძიებო უწყებამ, მე დამატებით ვერაფერს გეტყვით, თუ ვინ შეიძლება კიდევ იყოს გამოძიების ქვეშ. არ მაქვს ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა რაც შეეხება ბრალდებას, რაც მოვისმინეთ, ძალიან მძიმეა და ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. ეს ადამიანები, თავიანთი ქმედებებით, ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას, დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც აზიანებს ამ ქვეყანას, მის მომავალს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მშვიდობის შენარჩუნებას და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკოსს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა მოეთხოვება.

როდესაც ხარ პოლიტიკოსი, პირველ რიგში, უნდა ატარებდე შენი ქვეყნის ინტერესს, უნდა იცავდე შენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესს. ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხალხი, ისინი მხოლოდ და მხოლოდ ემსახურებიან თავიანთ გარე პატრონებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს...

“თბილისს და ბათუმს არ სჭირდებათ ახალი ამირა ჭორვილელის სახით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს არაბული...

“პრობლემა ინვესტიციების წარმომავლობაში კი არ არის, არამედ მის შინაარსშია” – რომან გოცირიძე

აშშ-სა და საქართველოში დაგეგმილი არაბული ინვესტიციების შედარებას ახდენს პარლამენტის...

“გამოდით უნდა დაგთვალოთ, ვინც ქვეყანა გადააყოლეთ კომპლექსებს და მიშას სიძულვილს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პროკურატურის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა, რომ გააკეთეთ ის, რაც სხვამ ვერ გაბედა – საქართველო ხელიდან გამოგლიჯეთ რუსულ იმპერიას…”...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...