ოთხშაბათი, ნოემბერი 12, 2025
12.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუმცა ქუჩის პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, წინააღმდეგობის და ქუჩის...

“თუმცა ქუჩის პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, წინააღმდეგობის და ქუჩის პროტესტის ერთმანეთთან გათანაბრება შეცდომაა” – გია ნოდია

ქვეყანაში შექმნილი რეალობის შესახებ საუბრობს და პროცესების განვითარების 2 შესაძლო სცენარზე გამოთქვამს მოსაზრებებს განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია:

არსებულ ვითარებაში გვაქვს განვითარების ორი სცენარი:

1. ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია, რომელიც მიმდინარეობს, წარმატებით დასრულდება და რეჟიმი განუსაზღვრელი ვადით დასტაბილურდება. წინააღმდეგობის კუნძულები დარჩება კუნძულებად და ვითარებას არსებითად ვერ შეცვლის;

2. გამოჩნდება ე.წ. „შავი გედი“ ანუ გაუთვალისწინებელი ახალი ფაქტორი, რომელიც ვითარებას არსებითად შეცვლის და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. ოპოზიციური განწყობის სიძლიერე (რაც მხოლოდ რუსთაველზე გამოსული ხალხის რაოდენობით არ იზომება), მმართველი გუნდის შიდა რყევები, მისთვის არცთუ ხელსაყრელი საგარეო ვითარება ამის ალბათობას ზრდის. მაგრამ შავ გედს იმიტომ ქვია ‘შავი“, რომ არც ის ვიცით, გამოჩნდება თუ არა და არც ის, რა ფორმას მიიღებს, თუ გამოჩნდა.

ახლა პირველი სცენარი უფრო ალბათური ჩანს, მაგრამ მეორეც შესაძლებელია. თუ ადამიანი ან ერთშია სრულიად დარწმუნებული ან მეორეში, ტყუის ან თავს იტყუებს (ეს უფრო ხშირია).

შავი გედის ლოდინი ბევრად არაფრით ჯობია გოდოს მოლოდინს. მაგრამ ცუდ დღეში რომ ვართ, ვიცით. (თუ ეს ნუგეშია, არც რეჟიმის მომხრეები გრძნობენ თავს კომფორტულად).

თავს შევიქებ: 2022 წლის იანვარში (უკრაინის ომამდე) გამოვაქვეყნე პოლიტიკის ნარკვევი, რომლესაც დავარქვი „კრიზისი როგორც ახალი ნორმა“. საქართველოში ასეთ ნარკვევებს არავინ კითხულობს, მაგრამ სათაური, სამწუხაროდ, ზედმეტად სწორი გამოდგა: რამდენიმე წელია, კრიზისი ჩვენთვის ნორმალური მდგომარეობა გახდა.

ასეთ ვითარებაში პრინციპულად შეუძლებელია, გათვალო ერთადერთი სწორი სტრატეგია: იმდენად ბევრი უცნობი ცვლადია, საშინაო და საგარეო, რომ ვერ იტყვი, რა იმუშავებს და რა – არა.

ამიტომ ის, რომ ოპოზიციური საზოგადოება (და არა მხოლოდ პარტიები) ერთმანეთში ვერ თანხმდება, სრულიად ბუნებრივია: შეთანხმება ობიექტურად შეუძლებელია.

ერთადერთი, რაზეც შეიძლება შევთანხმდეთ, ისაა, რომ გაჩერებაა არასწორი. წინააღდეგობის ფორმა და სტრატეგია სხვადასხვა უნდა იყოს, რადგან არ იცი, რა გაამართლებს.

ეს იმასაც ნიშნავს, რომ თუმცა ქუჩის პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, წინააღმდეგობის და ქუჩის პროტესტის ერთმანეთთან გათანაბრება შეცდომაა.

ვიცი, მეჩხუბებიან, ზედმეტს ფილოსოფოსობო. მაგრამ ვიღაცამ უნდა იფოლოსოფოსოს კიდეც“, – წერს გია ნოდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“უკვე წაქცეულ ქალს მეგობრები არ აღმოაჩნდა” – ელისო კილაძე მანჩო გიორგობიანზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" აქტიური...

“კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ივანიშვილი უკვე ციხეში მყოფ პოლიტიკოსებს ბრალს უმძიმებს, ვაჭრობისთვის მძველების...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს საქართველოს პროკურატურის მიერ...

“ადრე არ მჯეროდა, რომ 1937 წელს საქართველოში თავად ქართველები წერდნენ “დანოსებს”… ახლა მჯერა!” –...

ცალკეული ფაქტების გასაჯაროვების შემდეგ, ლალი მოროშკინა, გასულ საუკუნეში ქვეყანაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა, რომ გააკეთეთ ის, რაც სხვამ ვერ გაბედა – საქართველო ხელიდან გამოგლიჯეთ რუსულ იმპერიას…”...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...