პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმაურება საქართველოს პროკურატურის მიერ ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ დაწყებულ გამოძიებას:
“ნაცობა” არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტიის წევრობა ან მხარდამჭერობა, იგი არის იდეოლოგია, რომელიც ეფუძნება უსამშობლობას და იმ პლატფორმაზე დგომას, რომ ერთი და იგივეა – შენ ემსახურები საკუთარ ქვეყანას თუ სხვა ქვეყანას, სხვა ქვეყნის მსახურებას არქმევ საკუთარი ქვეყნის მსახურებას.
რომ ჰკითხო იტყვიან – მერე რა, თუ უცხოურ ჯგუფებს ვეხმარებოდით, კი მაგრამ მტრული ქვეყნები არიან თუ რა არის?! საქმე კი არის იმაში, რომ ვართ ჩვენ და არიან სხვები – ამაზე დგას ნებისმიერი სახელმწიფო. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სამშობლოს ღალატი, როგორც ყველაზე დასაძრახი ქმედება, იყოს ქართველი ხალხის მიერ გათავისებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

