ორშაბათი, ივნისი 16, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმივმართავ გახარიას და კალაძეს, გამოინახოს რესურსი ერთი და...

მივმართავ გახარიას და კალაძეს, გამოინახოს რესურსი ერთი და ორ შვილიანი ოჯახებისთვისაც! – თეონა ჭალიძე

ერთი და ორ შვილიანი ოჯახების დახმარებისათვის რესურსის გამოყოფისაკენ მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას და თბილისის მერს კახა კალაძეს პარტია ,,ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე და აღნიშნავს, რომ თვეებია სახელმწიფო შემწეობას არ იღებენ ის ოჯახები, რომელთაც დახმარება სჭირდებათ.

თეონა ჭალიძე გაკვირვებას გამოხატავს იმის გამო, თუ რატომ არ იღებენ ის ერთშვილიანი და ორშვილიანი ოჯახები სახელმწიფო შემწეობას, როცა მათ ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ და კითხულობს – რა დააშავეს მათ შვილებმა?! ამასთან პარტიის სოციალური მიმართულების ხელმძღვანელს მიუღებლად მიაჩნია ბავშვების მსგავსი სახის დახარისხება:

„მივმართავ გახარიას და კალაძეს, – ერთი შვილის და ორი შვილის მშობლებმა რა ქნან? თქვენ შვილებს არ შიათ და სხვისმა შვილებმა რა დააშავეს?! როცა მათ შვილებს შიათ, რა უთხრან? სახელმწიფო მარტო სამ და მეტ შვილიან ოჯახებს ეხმარება და თქვენ არ ადარდებთო?!

ძალიან გამწარებული დედები მწერენ, პროდუქტი მაინც დაურიგეთ ყველა ბავშვიან ოჯახს, ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ ოჯახებს. თვეებია უკვე საარსებო შემწეობასაც ვერ იღებს მოშლილი სოციალური მომსახურების სააგენტოს დამსახურებით ბევრი მათგანი.

არ შეიძლება ბავშვების დახარისხება, გამოინახოს რესურსი ერთი და ორ შვილიანი ოჯახებისთვისაც!” – აღნიშნავს თეონა ჭალიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 24 აპრილს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც 6 თვეში საშუალოდ 600-ლარიან დახმარებას მიიღებენ ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა და ჰყავთ 3 და მეტი 16-წლამდე ასაკის შვილი. რითიც ისარგებლებს დაახლოებით 21 000 ოჯახი და გამოყოფილია 13 მილიონი ლარი.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის ბანდა ვერ ეღირსება ლეგიტიმაციას” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ქოცბანდას დაამარცხებს მხოლოდ სახალხო ერთობა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მათე დევიძისთვის...

“სამწუხაროდ, მოძალადე სპორტსმენებს არ მიმართეთ და არ უთხარით, რომ ” მეპურემ თავის საქმე აკეთოსო”...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...

“ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის და საზოგადოებამ იხილა როგორ მშვიდად და...

“ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის, მაგრამ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში და მის მიმართ ფეხქვეშ ითელება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები” –...

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე “საზღვრის კვეთა” სააპელაციო სასამართლომ განაჩენი განხილვის...

“ამას მისებურად “საკუთარი ფულის კომპლექსი” ქვიებია🤣” – გიგი უგულავა ივანიშვილზე

"ერთიანობა ნაციონალურიუ მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში...

“ნიკა მელიას გატაცება არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ “ქართული ოცნების” რეჟიმი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას...

"სტრატეგია აღმაშენებელი" მწვავე განცხადებას ავრცელებს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის,...