ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

პრესისა და სიტყვის თავისუფლების ხარისხი პიროვნების თავისუფლების ხარისხის პირდაპირპროპორციულია – სააგენტო “პარალელი”

წელს 27-ედ აღნიშნავს თავისუფალი, ცივილიზებული სამყარო პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს. 1993 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო პრესის თავისუფლების დღედ გამოაცხადა 3 მაისი და მას შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მედიის თავისუფლებას და მის დასაცავად უმაღლესი დონის სტანდარტებია დაწესებული.

პრესისა და სიტყვის თავისუფლება – ეს არის ცივილიზებული საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ფასეული მონაპოვარი, ხოლო პრესისა და სიტყვის თავისუფლების ხარისხი პიროვნების თავისუფლების ხარისხის პირდაპირპროპორციულია. ბევრი ისეთი ჟურნალისტი იცის მსოფლიომ სიმართლისთვის რომ თავი გაუწირავს, ტყვიას რომ არ შეუშინდა, ფულზე არ დახარბდა და უღირსი რეპორტაჟი არ გააკეთა…

აი ესაა პრესის თავისუფლების ინდიკატორი და ღირსების საზომი.

სააგენტო “პარალელი” მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს გილოცავთ კოლეგებო, სრულიად საქართველოს ვულოცავთ!

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული