ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს ადამიანები კაბინეტ-კაბინეტ დარბოდნენ, რომ ქვეყანასთან ასოცირების ხელშეკრულება...

“ეს ადამიანები კაბინეტ-კაბინეტ დარბოდნენ, რომ ქვეყანასთან ასოცირების ხელშეკრულება არ გაფორმებულიყო და საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო” – კახა კალაძე ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ

კონკრეტული მაგალითები შეგვიძლია მოვიყვანოთ, როდესაც ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება ჩვენი ქვეყნის ინტერესების ფეხქვეშ გათელვით“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს გენერალური პროკურორის განცხადებას ოპოზიციის ცალკეული ლიდერების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ.

მისი თქმით, ეს არ არის ოპოზიციასთან ანგარიშსწორება, როგორც ამის წარმოჩენა სურთ.

როდესაც ახორციელებ პოლიტიკურ საქმიანობას და წარმოადგენ შენს ქვეყანას, პირველ რიგში, უნდა დაიცვა შენი ხალხის და ქვეყნის ინტერესები. კონკრეტული მაგალითები შეგვიძლია მოვიყვანოთ, როდესაც ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება ჩვენი ქვეყნის ინტერესების ფეხქვეშ გათელვით.

ძალიან მძიმეა. რა შუაშია ანგარიშსწორება ოპოზიციასთან? პარლამენტში კომისია იყო შექმნილი, განისაზღვრა კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ასრულებენ სხვა ქვეყნის დავალებებს, საერთოდ არ აინტერესებთ სამშობლო და ამ ქვეყნის მომავალი. კიდევ ვიმეორებ, როდესაც გაქვს პოლიტიკოსის სტატუსი და წარმოადგენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდე ხალხს და არა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს.

ეს ადამიანები კაბინეტ-კაბინეტ დარბოდნენ, რომ ქვეყანასთან ასოცირების ხელშეკრულება არ გაფორმებულიყო, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. ყველაფერს აკეთებდნენ ანტისახელმწიფოებრივსა და ანტიქართულს, შესაბამისად, ასეთი აგენტებისა და უსამშობლო ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის და ვერ იქნება მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჯანსაღად მოაზროვნე ხალხი საკუთარ თავში ეძებს მარცხის მიზეზს, ეს უსამშობლოები კი ხალხს აბრალებენ...

„როდესაც რაღაცას არასწორად აკეთებ, რაღაც არ გამოგდის, შეცდომას უშვებ,...

“ადრე არ მჯეროდა, რომ 1937 წელს საქართველოში თავად ქართველები წერდნენ “დანოსებს”… ახლა მჯერა!” –...

ცალკეული ფაქტების გასაჯაროვების შემდეგ, ლალი მოროშკინა, გასულ საუკუნეში ქვეყანაში...

“თბილისს და ბათუმს არ სჭირდებათ ახალი ამირა ჭორვილელის სახით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს არაბული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა, რომ გააკეთეთ ის, რაც სხვამ ვერ გაბედა – საქართველო ხელიდან გამოგლიჯეთ რუსულ იმპერიას…”...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...