შაბათი, ნოემბერი 8, 2025
7.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კიდევ ერთხელ ნათელი გახდა ოპოზიციური ერთობის აუცილებლობა" -...

“კიდევ ერთხელ ნათელი გახდა ოპოზიციური ერთობის აუცილებლობა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ და შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, პუნქტებად წარადგენს ოპოზიციის სამოქმედო გეგმას:

გუშინდელს შემდეგ კიდევ ერთხელ ნათელი გახდა ოპოზიციური ერთობის აუცილებლობა.

1) უნდა შევწყვიტოთ ცალ-ცალკე უცხოეთში სიარული, ეს სიარული საკუთარი თავის კასტინგი კი არა, ქვეყნის გადარჩენის საკითხია, უნდა ვიაროთ ყველამ ერთად და გამოვიდეთ ერთი ფრონტით. ცალ-ცალკე სიარული ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებზე.

2) უნდა შევწყვიტოთ ქართულ ოპოზიციურ არხებზე ერთმანეთის ჩაჩეხვა. ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი ფულს იყენებს თავისი თავის მაქსიმალურად წარმოსაჩენად და სხვების ჩასაჩექმად. ეს აზიანებს საერთო საქმეს.

3) უნდა დავივიწყოთ ყველა ძველი წყენა, ის თუ ვინ როდის რა პოზიციაზე იყო და ყველამ სამიზნე გავასწოროთ ივანიშვილზე.

გუშინ ერთი ტელეწამყვანი ამტკიცებდა რომ მე სხვა ოპოზიციონერებს “გაყიდულები” ვუწოდე. ეს არის სრული სიცრუე.

ჯერ ერთი ეს არ არის ჩემი ტერმინოლოგია და მეორე შეიძლება პრეტენზიები მქონდეს რომ ჩვენი თანამებრძოლები წარსულში არასწორად არჩევდნენ ალიანსებს, ცუდი აქტორების გავლენის ქვეშ ხვდებოდნენ, მაგრამ ამას დღეს ჩვენი საერთოდ აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, ჩვენი საერთო მიმართულება ემთხვევა ერთმანეთს და ამიტომ ერთმანეთს უნდა ჩავკიდოთ ხელი და ვიაროთ ამ მიმართულებით, გამარჯვებამდე.
ძალა ერთობაშია!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის: “საქართველოს პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოძიებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, კერძოდ საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დაასახელეთ ერთი შემთხვევა ბოლო 35 წლის ისტორიიდან, როდესაც ქართველმა საკუთარ შეცდომაზე ისწავლა…” – ზაზა...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“და რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს რუსთაველის ეს 10 წუთიანი გადაკეტვები და პოლიციის წვალება?” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე უკმაყოფილებას გამოხატავს საპროტესტო აქციების მონაწილეების მიერ...

“სახელმწიფო ტერიტორიების მიტაცება და უკანონო სამშენებლო საქმიანობა არ უკავშირდება სოციალურ საკითხს – ეს ორგანიზებული...

„სახელმწიფო ტერიტორიების მიტაცება და მასზე უკანონო სამშენებლო საქმიანობის წარმოება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მორჩა თქვენი მორალური უპირატესობა, ქოცებო‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, ორი ხელისუფლების თავდაცვის...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“გამოდით უნდა დაგთვალოთ, ვინც ქვეყანა გადააყოლეთ კომპლექსებს და მიშას სიძულვილს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პროკურატურის...