პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ, მძიმე დაავადების გამო, მკურნალობის მრავალთვიანი კურსი გაიარა, 5 ოპერაციით… დღეს ის მკურნალობა-რეაბილიტაციის კურსს ახლობელი ადამიანის ყურადღებით და მხარდაჭერით აგრძელებს:
“მეც მყავს ანგელოზები 😇😇😇 ეკე, ეკა და რამონა💓💓💓
მე და ეკე ერთად დავდივართ ქიმიაზე და არავინ მინახავს ასეთი პოზიტიური და უშიშარი, ბედნიერი და სიცოცხლით ტკბობის სპეციალისტი, როგორც ეს ახალგაზრდა კაცია🥰 ოპერაციების მერე რომ სიცოცხლის მეშინოდა, ასე მეგონა, ყოველ მოსვლაზე პალატაში, ახალი სასწაული ენერგია მოჰქონდა ჩემთვის და მახსენებდა, რომ ესეც აუცილებლად გაივლიდა😇
ჰოდა, გაიარა, ორივე ვაგრძელებთ🤞🤞“, – წერს ხათუნა სამნიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

