შაბათი, ნოემბერი 8, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჯანსაღად მოაზროვნე ხალხი საკუთარ თავში ეძებს მარცხის მიზეზს,...

“ჯანსაღად მოაზროვნე ხალხი საკუთარ თავში ეძებს მარცხის მიზეზს, ეს უსამშობლოები კი ხალხს აბრალებენ ყველაფერს” – კახა კალაძე

როდესაც რაღაცას არასწორად აკეთებ, რაღაც არ გამოგდის, შეცდომას უშვებ, ნორმალური ადამიანი აკეთებს ანალიზს, ეს ოპიზიციური, უსამშობლო ადამიანების წარმომადგენლები კი ქართველ ხალხს აბრალებენ ყველაფერს“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის მიერ თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი „შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო“.

მგონი, ჩვენ არ უნდა დავკავდეთ მათი განცხადებების შეფასებებით. შედეგი ხომ ყველამ კარგად ვიცით. ის, რომ მათ არ მიიღეს მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში, ეს იყო ძალიან დიდი მარცხი მათთვის. ის, რომ არჩევნებში ვიღაცებმა არ მიიღეს მონაწილეობა, ვიღაცებმა კი მიიღეს, ესეც, რა თქმა უნდა, დამანგრევლი იყო მათთვის. როდესაც რაღაცას არასწორად აკეთებ, რაღაც არ გამოგდის, შეცდომას უშვებ, ნორმალური ადამიანი აკეთებს ანალიზს. ყველგან ასეა, ბიზნესში, სპორტში, პოლიტიკაში, მით უმეტეს. როდესაც რაღაცას აკეთებ და შედეგს ვერ იღებ, ჯანსაღად მოაზროვნე ხალხი ჯდება და ფიქრობს, რა იყო ის მიზეზი, რამაც აქამდე მიიყვანა. პირველ რიგში, საკუთარ თავში ეძებენ მიზეზს ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები.

ჩვენ თუ გადავხედავთ ამ ოპოზიციური, უსამშობლო ადამიანების წარმომადგენლებს, ქართველ ხალხს აბრალებენ ყველაფერს, ყველაფერში დამნაშავე არის ქართველი ხალხი, თვითონ ყველაფერს საუკეთესოდ აკეთებენ, ყველაფერს საუკეთესოდ ალაგებენ, მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხია დამნაშავე. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. როდესაც შენ ხარ უსამშობლო, ხარ აგენტი, როდესაც გარედან იღებ დავალებას, ასეთი პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები განწირულები არიან მარცხისთვის და ვერასდროს შედეგს ვერ მიიღებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბაქი-ბუქა მობლატავე ძევოჩკა გასკვანჭა პოლიციამ” – ბაია პატარაია მანანა გიორგობიანზე

"ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავებას მძიმე...

“ამასობაში, ეს კორუფცია რომ სისტემურია, “ოცნება” არ იმჩნევს?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ხელისუფლებას კონკრეტულ ვალდებულებებს...

“50 000 ადამიანი რომ შევთანხმდეთ და კვირაში ერთხელ ვიმორიგეოთ საღამოს რუსთაველზე, უბრალოდ ვერავის ვერ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი თვეების განმავლობაში რუსთაველის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“50 000 ადამიანი რომ შევთანხმდეთ და კვირაში ერთხელ ვიმორიგეოთ საღამოს რუსთაველზე, უბრალოდ ვერავის ვერ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი თვეების განმავლობაში რუსთაველის...

მორჩა თქვენი მორალური უპირატესობა, ქოცებო‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, ორი ხელისუფლების თავდაცვის...

“ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს...