ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია მწვავე შეფასებებს აკეთებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით და კონკრეტული მინიშნებებით და შეთავაზებებით ოპოზიციას, საზოგადოებას მიმართავს:
“რის აღა-მაჰმად ხანი, რის შაჰაბასი, რის თემურ ლენგი. ერთი გაუნათლებელი, უვიცი ჭორვილელი ხიხო ანადგურებს საქართველოს ისე, რომ იმ შახებს და აბასებს არც დაესიზმრებოდათ.
რუსების შემოსევა ხომ თავისთავად. ეხლა არაბებს მიეყიდა უზარმაზარი ტყეები, შენდება მათთვის ქალაქები. ეს ნიშნავს, რომ ყოველ წელს თითო არაბ ოჯახს (რამდენიმე ცოლით) შეეძინება ორი-სამი ბავშვი. ქართველებისგან განსხვავებით, ისინი უხვად ყრიან შთამომავლობას. როგორ გგონიათ, რამდენი წელი დასჭირდება იმას, რომ უკვე ძალზე შეთხელებულ საქართველოს ძირძველ მოსახლეობას მათ მრავალჯერ გადააჭარბონ?
ჰოდა, ჩვენ რას ვშვებით? ვლანძღავთ ერთმანეთს, ვყიდით ერთმანეთს, ვყიდით ქვეყანას.
საკმარისია ქვეყნის გადასარჩენად რუსთაველზე გამოსული გულანთებული ხალხი, თუნდაც 50,000?
აი, ნახევარი მილიონი, ან თუნდაც 200-300 ათასი რომ გამოვიდეს, ეგებ ეყოს.
ერთმანეთის ლანძღვის მაგივრად ერთად რომ დავდგეთ, ეგებ ეყოს.
საკუთარ კარიერაზე, მილიონების შოვნაზე (არაერთი ოპოზიციონერის მიზანი სწორედ ეს არის) ფიქრს რომ თავი დავანებოთ და ერთად ვიბრძოლოთ, ეგებ ეყოს.
ასე ძნელია ქართველისთვის ყველაფერი პირადი გვერდზე გადადოს და ქვეყნის გადარჩენისთვის იბრძოლოს? ეტყობა ძნელია“, – წერს დოდონა კიზირია ფეისბუქის პირად გვერდზე.

