spot_img
მთავარიანალიტიკა222640 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება

222640 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა.

2025 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 222 640 სესხია გაცემული [შინამეურნეობები და იურიდიული პირები, ეროვნული ვალუტა] და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. დღევანდელ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8.00%-ზე დატოვა. შესაბამისად, 222640 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება.

222640 ხელშეკრულებიდან, რაოდენობრივად უმეტესი ნაწილი იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებია – 179240 (80%). 40480 ხელშეკრულება (18%) მცირე და საშუალო ბიზნესზეა გაცემული და დიდ ბიზნესზე ჯამური ხელშეკრულებების მხოლოდ 0.9 %-ია გაფორმებული.

ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 17.824 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. იპოთეკური სესხების მოცულობა 5.365 მლრდ. ლარს შეადგენს და სამომხმარებლო სესხებზე 3.299 მლრდ. ლარი არის გაცემული. მცირე და საშუალო ბიზნესზე ყველაზე დიდი მოცულობის სესხია გაცემული (5.748 მლრდ ლარი), ხოლო დიდ ბიზნესზე 3.219 მლრდ. ლარი.

ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 64 600 ლარს, სამომხმარებლო სესხის 34 300 ლარს, მცირე და საშუალო ბიზნესზე 142 000-ს და დიდ ბიზნესზე გაცემული სესხის მოცულობა 1 617 587 ლარს შეადგენს.

შარშანდელთან შედარებით მცირედით გაზრდილია საშუალო საპროცენტო განაკვეთები ლარში სესხებზე. სამომხმარებლო – 14.23 % (შარშან – 13.38%); იპოთეკური – 12.09% (შარშან – 11.72%). მცირედით შემცირდა განაკვეთი დოლარში – 7.71% დან 7.45% მდე.
ინფლაცია ბოლო 2 წლის მაქსიმუმზეა 5.2%. ეს ძირითადად გამოწვეულია სურსათზე თითქმის 12%-იანი ფასების ზრდით. ამ ფონზე, მოსალოდნელი იყო, რომ ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებდა, თუმცა რეგულატორი ფიქრობს, რომ ფასების შემდგომი ზრდა ნაკლებად მოსალოდნელია. შიდა და საგარეო რისკების გათვალისწინებით ამ ეტაპზე ვერც რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მოხერხდა. ეროვნული ბანკი ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას აგრძელებს. ის არ ამკაცრებს პოლიტიკას, რადგან მიიჩნევს, რომ ინფლაციის ძირითადი ნაწილი მის კონტროლს მიღმაა (სურსათი) და ფუნდამენტური ინფლაცია (საბაზო) კონტროლს ექვემდებარება. თუმცა, თუ მაღალი საერთო ინფლაცია გახანგრძლივდა, ეს მიდგომა შეიძლება სარისკო აღმოჩნდეს და საბოლოოდ მაინც მოითხოვოს გამკაცრება, რისი მზაობაც რეგულატორმა დააფიქსირა.

ინფორმაციას ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკები ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ინვესტიციები VS ანაბარი: სად სჯობს დანაზოგის დაბანდება – ტრადიციულ საბანკო ანაბარში, თუ ამერიკული კომპანიების...

მას შემდეგ, რაც საქართველოში ინვესტიციები და კრიპტოაქტივები დაინერგა, სულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...