შაბათი, ნოემბერი 8, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"თბილსერვის ჯგუფი" მოქალაქეებს მოუწოდებს, ქალაქის შემოგარენში უკანონოდ არ...

“თბილსერვის ჯგუფი” მოქალაქეებს მოუწოდებს, ქალაქის შემოგარენში უკანონოდ არ განათავსონ სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენი

გლდანის რაიონში, სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა.

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გზის ორივე მხარე საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან სპეცტექნიკით გაწმინდეს. ტერიტორია გაკონტროლდება, რათა აღარ მოხდეს ნარჩენების უკანონოდ განთავსება.

დასუფთავების სამუშაოებს ადგილზე გაეცნო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა.

ქალაქის შემოგარენში, ქუჩებში სამშენებლო ნარჩენის განთავსება აკრძალულია. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. ყოველდღიურად მოვუწოდებთ მოსახლეობას, კერძო კომპანიებს, ნუ დაარღვევთ კანონს, ერთად ვიზრუნოთ ამ ქალაქის სისუფთავეზე.

ჩვენი კომპანია რამდენიმე სახის მომსახურებას სთავაზობს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. მოსახლეობისთვის საკმაოდ შეღავათიანი ტარიფებია, იწყება 9 ლარიდან. მიზერულ ფასად შეგვიძლია არასაყოფაცხოვრებო, სარემონტო ნარჩენის, ძველი ავეჯის, ნივთების ადგილიდან გატანა“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.

შესაბამისი სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 და ვებგვერდებზე – https://tgservice.ge, https://www.tbsg.ge.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სახელმწიფო ტერიტორიების მიტაცება და უკანონო სამშენებლო საქმიანობა არ უკავშირდება სოციალურ საკითხს – ეს ორგანიზებული...

„სახელმწიფო ტერიტორიების მიტაცება და მასზე უკანონო სამშენებლო საქმიანობის წარმოება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“50 000 ადამიანი რომ შევთანხმდეთ და კვირაში ერთხელ ვიმორიგეოთ საღამოს რუსთაველზე, უბრალოდ ვერავის ვერ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი თვეების განმავლობაში რუსთაველის...

მორჩა თქვენი მორალური უპირატესობა, ქოცებო‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, ორი ხელისუფლების თავდაცვის...

“ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს...