შაბათი, ნოემბერი 1, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველო, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინში უნდა...

“საქართველო, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინში უნდა იყოს, რეალურად დემოკრატიული უკუსვლის და მისი ფეხქვეშ გათელვის თვალსაჩინო მაგალითია” – შორენა ლობჟანიძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე, კონკრეტულ ისტორიული ფაქტებზე მინიშნებით, პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში შექმნილ რეალობასა და მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით:

ერიტრეა და ჩრდილოეთ კორეა კლასიკური მაგალითებია იმ სახელმწიფოებისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფომ სრულიად გააუქმოს პოლიტიკური ცხოვრება.

ერიტრეაში 1993 წლიდან მოქმედებს მხოლოდ ერთი პარტია, ,,People’s Front for Democracy and Justice”, ხოლო ჩრდილოეთ კორეაში ,,შრომის პარტია”, რომელიც სახელმწიფოსა და ლიდერის კულტზეა დაფუძნებული.

თუ გადავხედავთ მსოფლიო ისტორიის წარსულს, მაშინ მარტივად მივხვდებით, რომ საქართველო უკვე არის: რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, ბელორუსია, ჩინეთი, უნგრეთი და ერიტრეა.

საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა რეალურად არის არალეგიტიმური მმართველი პარტიის ეროვნული ინტერესების დაცვის ფორმად შეფუთული ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.

,,ქართული ოცნების” ვითომ სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებული დოკუმენტი შინაარსით ცალსახად ცდება იურიდიულ ჩარჩოებს.

ეს არის პოლიტიკური ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ ოპოზიციის დისკრედიტაციასა და პოლიტიკურ ველზე ერთპარტიული დომინაციის საბოლოო დაკანონებას, არამედ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს სრულ ანექსიას.

სარჩელის ტექსტი სავსეა წარსულზე მიმართული ბრალდებებით, რომლებიც მიზანმიმართულად იმ პოლიტიკური ძალებისკენ არის მიმართული, რომლებმაც ბოლო ოცწლეულის განმავლობაში ხელისუფლება გააკრიტიკეს ან მის წინააღმდეგ იბრძოლეს.

საკონსტიტუციო სარჩელში უხვად არის საქართველოს ახლო წარსულის ოკუპაციის საკითხებით და მავანთათვის სასარგებლო ინტერპრეტაციით ისტორიის გადაწერის უგვანი მცდელობა, სადაც რუსეთს ოკუპანტის სტატუსი ეხსნება და სრული პასუხისმგებლობა ოპოზიციურ პარტიებს ეკისრებათ.

საკონსტიტუციო სარჩელი რუსეთ-საქართველოს ომის პასუხისმგებლობას სრულად „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს.

სწორედ ეს მიზანმიმართული ნარატივი აშორებს რუსეთს აგრესორის სტატუსს და ისტორიის ახალ ვერსიას ქმნის, სადაც საქართველოს ტრაგედია მხოლოდ შიდა პოლიტიკური შეცდომების შედეგია და არა ოკუპაციის.

ასეთ ინტერპრეტაციაში იგნორირებულია მთავარი ფაქტი ,,რუსეთის ოკუპაცია”, რომელიც დღესაც გრძელდება და საქართველოს ტერიტორიის ფაქტობრივად მეოთხედი ოკუპირებულია.

,,ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ცდილობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ისტორია გადაწეროს და ომის თემა შიდა პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად გამოიყენოს, რაც ცალსახად უკვე ისტორიის გადაწერის მცდელობაა.

ტერმინი „თავდაცვისუნარიანი დემოკრატია“, რომელიც შალვა პაპუაშვილმა არაერთხელ მოიშველია, დემოკრატიის დაცვის მაგივრად ხელისუფლების, სკამებს ჩაბღაუჭებული ცალ-ცალი კალოშით ხელისუფლებაში მოსული ბოგანოების კრიმინალური ძალააუფლების შენარჩუნების იდეოლოგიურ ინსტრუმენტად იქცა.

ამ კონცეფციით, თითქოს სახელმწიფოს აქვს უფლება შეზღუდოს ან აკრძალოს ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც დემოკრატიას ემუქრებიან, მაგრამ რეალობაში ეს არგუმენტი გამოიყენება იმ ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკით არიან დაკავებული. ასეთ პირობებში „თავდაცვისუნარიანი დემოკრატია“ გადაიქცევა ავტორიტარიზმის გამართლების ფორმულად, რომელიც ნელ-ნელა შლის პოლიტიკური მრავალხმიანობის საფუძველს.

პარტიების აკრძალვის მცდელობა არა მხოლოდ შიდა პოლიტიკის პრობლემა ხდება, არამედ ქვეყნის საერთაშორისო პოზიციებსაც აზიანებს.

საქართველო, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინში უნდა იყოს, რეალურად დემოკრატიული უკუსვლის და მისი ფეხქვეშ გათელვის თვალსაჩინო მაგალითია.

ევროპული სტრუქტურების მიერ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ შეფასებებში ნათლად იკითხება შეშფოთება, რომ საქართველო დაშორდა დასავლურ ღირებულებებს, ზღუდავს მედიის თავისუფლებას და ოპოზიციას როგორც ,,მტრის ხატს” ისე წარმოაჩენს.

,,ქართული ოცნების” საკონსტიტუციო სარჩელი საგანგაშოა ისტორიის პოლიტიზირების მხრივ, როდესაც არალეგიტიმურ ხელისუფლებას სურს სახელმწიფომ ოფიციალური ვერსიით განსაზღვროს, თუ რა იყო ჭეშმარიტება 2003 წლიდან დღემდე.

ამ მიდგომით ხელისუფლება არა მხოლოდ სამართლებრივად, არამედ ისტორიულადაც ცდილობს წარსულის გაკონტროლებას.

როცა ისტორიის ინტერპრეტაცია ერთი პოლიტიკური ძალის ხელში ექცევა, ის აღარ არის კვლევის საგანი, ის ხდება იარაღი, რომლითაც საზოგადოებას საკუთარი ხედვის ჩარჩოებში აქცევს და უკრძალავს ისტორიის ჭეშმარიტების მხარეს დგომას. სწორედ ასეთ გარემოში განსხვავებული აზრი უკვე აღარ არის მხოლოდ ოპოზიციური პოზიცია. ის შეიძლება გამოცხადდეს კონსტიტუციურ საფრთხედ, რაც მომავალში ნებისმიერი ოპოზიციური მოძრაობის კრიმინალიზაციის შესაძლებლობას ქმნის.

საქართველო, რომელიც ომების, ოკუპაციისა და დაშლის ტკივილს დღემდე ატარებს, არ უნდა დაუშვას ისტორიის დამახინჯება არალეგიტიმური ხელისუფლების პოლიტიკური მიზნებისთვის.

ქვეყანა, რომელსაც რუსული ტანკები ჯერ კიდევ საზღვართან უდგას, სისტემატიურად ხორციელდება მცოცავი ოკუპაცია და საქართველოს მოქალაქეებს სახლებიდან იტაცებენ, ვერ გადაურჩება სახელმწიფოს სრულ ანექსიას, თუ ის შიგნიდან დაიწყებს დემოკრატიის რღვევას.

საკონსტიტუციო სარჩელით ისტორიის გადაწერა და პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვა ნიშნავს, რომ არალეგიტიმურ მმართველ ძალას სურს საკუთარი ხელისუფლების უკვდავყოფა და თანდათან აუქმებს სახელმწიფოს იმ ფუნდამენტს, რომელიც მას დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყნად აქცევს.
,,ქართული ოცნების” საკონსტიტუციო სარჩელს საქართველო მიყავს იმ ერთპარტიულ სისტემამდე, სადაც ყველაფერი კანონიერად ჩანს, მაგრამ არსებითად თავისუფლება აღარ არსებობს.

თუ ისტორიის გადაწერა და პოლიტიკური აკრძალვები გახდება ჩვეულებრივი ინსტრუმენტი, ქვეყანას აღარ დასჭირდება გარე ოკუპაცია, რადგან ის უკვე საკუთარ თავს შიგნიდან გააუქმებს.

საკონსტიტუციო სარჩელის ტექსტი სავსეა ტერმინებით, რომლებიც სერბეთის პოლიტიკური ლექსიკიდან ახსოვს მსოფლიო ისტორიას: „არაკონსტიტუციური მიზნები“, „სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟი“, „დამოუკიდებლობის ხელყოფა“.

სწორედ ასეთივე სიტყვებით ამართლებდა სლობლოდან მილოშევიჩი ალბანური ოპოზიციის დევნას კოსოვოში და შედეგი იყო ომი, საერთაშორისო იზოლაცია და ქვეყნის დაშლა.

საქართველოში არალეგიტიმური ხელისუფლება სწორედ იგივე გზით მიდის. როცა პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიცია „საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციას უარყოფს“ და ამიტომ უნდა აიკრძალოს, ეს უკვე პოლიტიკური პლურალიზმის, ანუ დემოკრატიის საფუძველის უარყოფაა. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ოპონენტებს კანონგარეშე ხდის, რეალურად საკუთარ თავს აყენებს კანონზე მაღლა.

როცა ხელისუფლება იწყებს მოქალაქეების მიყვანას სასამართლოში პატრიოტიზმის დასამტკიცებლად, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო უკვე იშლება.

საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება სწორედ ამ მოცემულობაშია, როცა ,,მტრის ხატს” ამოფარებულები ეროვნული ინტერესების სახელით აწარმოებენ თავისუფლების შეზღუდვას, და როცა ისტორიის გაყალბებას ახდენენ სახელმწიფოს დაცვის ინსტრუმენტად.

სწორედ ამიტომ არის საკონსტიტუციო სარჩელი საგანგაშო, რადგან იქ, სადაც ხელისუფლება იწყებს „მტრის ძებნას შიგნიდან“, ქვეყანას მტრები გარედან აღარ სჭირდება, ის თავად ინადგურებს თავს, როგორც სახელმწიფო!

საქართველო არასდროს გახდება ,,პოდმასკოვიე”, რუსეთი ოკუპანტია და არც ოკუპანტს მოუხდის ბოდიშს!” – წერს შორენა ლობჟანიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საზოგადოება, რომელიც წინ უსწრებს პოლიტიკურ კლასს სიმწიფით, არ უნდა დაზარალადეს ამის გამო” – ლელა...

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით: "საზოგადოება,...

“ქვეყნის სუვერენიტეტი ქრება თანდათან! რუსულ იმპერიაში დემოკრატია არ ყოფილა და არც იქნება!” – ბეჟან...

ისტორიკოსი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია, საქართველოში პირველი...

“ვფიქრობ ძალიან მოუხდა მამუკა მდინარაძეს ახალი ამპლუა” – ლალი მოროშკინა

სუს-ის ბოლოდროინდელ აქტივობებთან დაკავშირებით, უწყების ხელმძვანელ მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით...

“მართალია რუსებმა კიევი 3 დღეში ვერ აიღეს, მაგრამ ომის მეოთხე წელს კრემლს იცავენ, როგორც...

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი ირონიულ მინიშნებას აკეთებს რუსეთთან/რუსებთან მიმართებაში: "მართალია რუსებმა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ მთხოვთ, სიმპათიით ვიყო იმ პერსონების მიმართ, ვინც აქციაზე მიშას ბანერებს ებრძვის და ეს...

26 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის წინ, მიხეილ სააკაშვილის ბანერებით...

“ვინც აქამდე ვერ მიხვდა რა ნაჯახიანი გიჟი ლეწავს ამ ქვეყანას ფუნდამენტურად, ბიძინას ჩიჩილაკი აუცილებლად...

მთავრობის მიერ განათლებაში დაგეგმილ რეფორმას ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

“ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ წინააღმდეგობას მოჰყვება უფრო დიდი წინააღმდეგობა!!” – ელისო კილაძე

რუსთაველის გამზირის გადაკეტვაზე ხელისუფლების რეაქციას ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

“გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი” – მიხეილ სააკაშვილი

"სადამდე უნდა ვიშტეროთ თავი? მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა! -...

“ზვიგენის საქმე ჩემს წინააღმდეგ” – მიხეილ სააკაშვილი 4 ივნისის საქმეზე გამოკითხეს

“ამ საქმეზე, რომელიც წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს ბევრი ძალიან...