spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"მოვუწოდებ ყველას, ვინც თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიულ შენობაში...

“მოვუწოდებ ყველას, ვინც თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიულ შენობაში ცხოვრობს, ისარგებლონ ჩანაცვლების პროგრამით” – კახა კალაძე

2026 წლიდან თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყება. დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერმა აღნიშნული პროგრამის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

კახა კალაძემ მოუწოდა ისტორიულ არეალში ავარიულ შენობა-ნაგებობებში მცხოვრებლებს, რომ ისარგებლონ ჩანაცვლების პროგრამით.

აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობეში მცხოვრები ადამიანებისთვის. მუნიციპალიტეტი გამოხატავს მზადყოფნას, რომ ადგილობრივი მცხოვრებლების 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში, გამოისყიდის საცხოვრებელ ფართებს ან თავად შეუძლიათ ინვესტორთან მოლაპარაკება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ინვესტორები დამატებით ვერაფერს ააშენებენ, თუმცა, შეგვიძლია მათ სხვა კონკრეტულ რაიონში მივცეთ შესაძლებლობა, რომ პროექტი განახორციელონ და გაღებული ხარჯი დააბალანსონ.

ყველას მოვუწოდებ აქტიურობისკენ. რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, ვინც მსგავს საცხოვრებელ სახლებში ცხოვრობს. ჩვენი მხრიდან ყველანაირად იქნება ხელშეწყობა. მიმდინარე წელს აღნიშნული მიმართულებისთვის 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასეთ დაუნდობლობას არ მოუტანია არასოდეს სიკეთე! ცუდის, ბოროტების მომტანია ასეთი სისასტიკე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სასამართლოს მიერ ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლით პატიმრობა მისჯას, ემოციური...

“მხოლოდ მივესალმები ე.წ. “რიყის დოქების” დემონტაჟს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის პოზიცია-განმარტებები ე.წ. „რიყის დოქების“ დემონტაჟთან დაკავშირებით: "მხოლოდ...

“ამ ფოტოზე, რომელიც ყველგან გავიდა ამერიკის მედიაში, ასახულია ჩვენს მიერ ყურძნის დაწურვა ყვარელში. ახლა...

აშშ რესპუბლიკური პარტიის წევრის, სენატორ ლინდსი გრემის მოულოდნელ გარდაცვალებას...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...