spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაComCom-მა წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეორე ანგარიში გამოაქვეყნა

ComCom-მა წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეორე ანგარიში გამოაქვეყნა

კომუნიკაციების კომისიამ 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეორე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 5 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. საანგარიშო პერიოდში სულ 49 მაუწყებლის რაოდენობრივი მონიტორინგი განხორციელდა. მედიამონიტორინგის პროცესში კომუნიკაციების კომისიის დაკვირვების საგანს წარმოადგენდა: წინასაარჩევნო რეკლამა; წინასაარჩევნო დებატები; ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები; წინასაარჩევნო აგიტაცია; საზოგადოებრივი აზრის კვლევები და გამოკითხვები.
 
აღნიშნული მონიტორინგი მოიცავს სუბიექტისთვის დათმობილ დროს, პირდაპირ და ირიბ გაშუქებას და გენდერს. პირდაპირ დათმობილი დროის ფარგლებში შეფასებულია შემთხვევები, როდესაც საარჩევნო სუბიექტი/კანდიდატი უშუალოდ საუბრობს/მონაწილეობს გადაცემაში. ირიბად დათმობილი დროის ფარგლებში, გაანალიზებულია მაუწყებლის მიერ საარჩევნო სუბიექტზე/კანდიდატზე, მათ მხარდამჭერებზე საუბრისთვის დახარჯული დრო. მონიტორინგის შედეგებში ინფორმაცია ასევე ჩაშლილია გენდერულ ჭრილშიც, კერძოდ, ცალკეულ მაუწყებლებზე საინფორმაციო გამოშვებების ფარგლებში ქალი და კაცი პოლიტიკოსებისათვის დათმობილი ჯამური დრო.
 
გარდა ამისა, ანგარიში მოიცავს 7 სამაუწყებლო არხის, კერძოდ: „საზოგადოებრივი მაუწყებლის“; „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის“; „რუსთავი 2“-ის; „ტელეიმედის“; „პოსტვ“-ის; „ტელეკომპანია პირველის“ და „ფორმულას“ გაშუქების ტონის მონიტორინგს. გაშუქების ტონი შეფასებულია სამი კატეგორიის შესაბამისად: პოზიტიური, ნეიტრალური, ნეგატიური. აღნიშნულ 7 არხზე მონიტორინგი მიმდინარეობდა საუკეთესო დროს, 19:00-24:00 საათამდე პერიოდში.
 
2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მედია მონიტორინგს, კომისიის აპარატის თანამშრომლებთან ერთად, კონკურსის წესით სპეციალურად შერჩეული, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გადამზადებული პირები ახორციელებდნენ.
 

ინფორმაციას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

2026 წლის 1 მაისიდან 2 ივლისის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 5.2 ათასი ტონა მოცვი, 34.2...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით: 2026 წლის 1...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...