ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო კომენტარის კონკრეტულ ირონიულ ვერსიას წარმოადგენს, პატიმრობაში მყოფი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე:
“ღარიბაშვილზე, გირაო რატომ შეუფარდეს, რატომ არ ჩასვესო. მე კიდევ, სრულად დარწმუნებული ველოდი, რომ პროცესის შემდეგ დადგებოდა ჟურნალისტებთან და იტყოდა რაღაც ასეთს:
,,ის, რომ მე, ყოფილ პრემიერს მიწევს დღეს სასამართლოში სიარული და ჩემს წინააღმდეგ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული უკანონო შემოსავლების თაობაზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ შეეგუება პატარა გადაცდომასაც კი, როცა საქმე ეხება ქვეყნის ინტერესებს. ეს არის ბ-ნი ბიძინას და ქართული ოცნების ხელწერა, რისთვისაც მე მინდა კიდევ ერთხელ მას დიდი მადლობა გადავუხადო!”
და რომ არ ქნა, გამიტყდა. გააფუჭა ამბავი. კარგი ფილმი რომ უცებ გაბანალურდება, ეგ გააკეთა.
ათონის მთაზეც რომ ვერ წავა…“, – ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
28.10.25


 
                                    