პარასკევი, აპრილი 19, 2024

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, უკვე მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება არ არის გამორიცხული – ნათია მეზვრიშვილი

ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე – შესაძლებელია, ერთი ეტაპიდან მეორეზე გადავიდეთ უფრო ადრე, ან – უფრო გვიან,” – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა და ამასთან აღნიშნა, რომ თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდება, არ არის გამორიცხული შეზღუდვები კვლავ გამკაცრდეს.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას იგულისხმება არა მხოლოდ ინფიცირებულთა რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, არამედ როგორია ვირუსის გავრცელების ტენდენცია ცალკეულ გეოგრაფიულ არეალში:

რასაკვირველია, შეზღუდვების უფრო ადრე მოხსნა შესაძლებელია, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ზედმიწევნით, ზუსტად შეასრულებენ ჩვენი თანამოქალაქეები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს. ეს გახლავთ პირველ რიგში სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადეების ტარება და კიდევ სხვა შეზღუდვები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში, სხვა ეტაპებზე გადასვლამდე ჯერ კიდევ მოქმედებს.

რა თქმა უნდა, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა არა მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით, არამედ ამა თუ იმ გეოგრაფიულ არეალში, შესაძლებელია, მოხსნილი შეზღუდვები ხელახლა დავაწესოთ. რასაკვირველია, ეს არავის უნდა, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორად და ზუსტად შესრულდება გაცემული რეკომენდაციები, რადგან მათი შეუსრულებლობა უარყოფითად აისახება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე,“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული