მწერლის და გამომცემელის, ზვიად კვარაცხელიას დაპატიმრების ფაქტს ემოციური პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, ბიბლუსის შემოქმედებითი დირექტორი, გიორგი კეკელიძე:
“ჩემი მეგობარი, შესანიშნავი მწერალი და უმნიშვნელოვანესი გამომცემელი ზვიად კვარაცხელია ციხეს გაუძლებს, მაგრამ ეს ციხე როგორღა გაუძლებს ამდენ პატრიოტ ადამიანს – საკუთარი ქვეყნისთვის დიდი საქმეების მკეთებელს?
ახლა ლენტეხში ვარ. წიგნები ავიტანე. და აქ ზვიადის გამოცემული არაერთი ტექსტია. გამომცემელი დაპატიმრებულია. წიგნები თავისუფალი. თუმცა მგონი ესენიც – მხოლოდ ჯერ“, – წერს გიორგი კეკელიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

