კვირა, ოქტომბერი 26, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ზვიგენის საქმე ჩემს წინააღმდეგ" - მიხეილ სააკაშვილი 4...

“ზვიგენის საქმე ჩემს წინააღმდეგ” – მიხეილ სააკაშვილი 4 ივნისის საქმეზე გამოკითხეს

ამ საქმეზე, რომელიც წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს ბევრი ძალიან ღირსეული ადამიანია დაკავებული და ახლა უკვე მე მომადგნენ. მეკითხებოდნენ ჩემს კავშირზე ე.წ. გადატრიალების მცდელობასთან თუმცა უკვე მეხუთე წელი ვიმყოფები პრაქტიკულად სრულ იზოლაციაში.

სატელეფონო კავშირის აკრძალვის პირობებში მუდმივი აუდიო და ვიდეო მეთვალყურეობის და ჩაწერის ქვეშ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედიდან გამოგზავნილ წერილში:

ზვიგენის საქმე ჩემს წინააღმდეგ

დღეს ჩატარდა ჩემი “დაკითხვა” 4 ოქტომბრის მოვლენებზე, ვითომ მოსამართლესთან ფარცხალაძე-რომანოვის სახელობის “პროკურატურის” ინიციატივით.

4 ოქტომბერს რუსთაველზე შეიკრიბა ასობით ათასი ადამიანი და სწორედ სახალხო კრებამ დიდწილად განაპირობა ე.წ. ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი.

ამ საქმეზე, რომელიც წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს ბევრი ძალიან ღირსეული ადამიანია დაკავებული და ახლა უკვე მე მომადგნენ.

უკვე მეხუთე წელია პატიმრობაში ვარ გამოგონილი ბრალდებებით, მე განვუცხადე რუსული პროვინციული ტირანიის წარმომადგენლებს, რომ ისინი წარმოადგნენ საქართველოს მტრებს.

ისინი მეკითხებოდნენ ჩემს კავშირზე ე.წ. გადატრიალების მცდელობასთან თუმცა უკვე მეხუთე წელი ვიმყოფები პრაქტიკულად სრულ იზოლაციაში.

სატელეფონო კავშირის აკრძალვის პირობებში მუდმივი აუდიო და ვიდეო მეთვალყურეობის და ჩაწერის ქვეშ.

ასევე მეკითხებოდნენ ჩემს პოსტებზე, რომლებიც არანაირად არ წარმოადგენდნენ რაიმე ძალადობისკენ მოწოდებას, ვინაიდან მე ისტორიაში ვარ შესული, როგორც მთელს მსოფლიოში განთქმული მშვიდობიანი რევოლუციის ლიდერი და ასევე სათავეში ვედექი დემოკრატიულ მოძრაობას მთელი უკრაინის მასშტაბით.

ჩემი ტყვეობა და ნებისმიერი ახალი ბრალდებები არის სწორედ რუსეთის და მათი აქაური დამქაშების შურისძიება წარმატებულ ქართულ რეფორმებზე, ისევე როგორც ჩემი ბრძოლისთვის, საქართველოს და უკრაინის რუსული კლანჭებიდან გადარჩენისთვის.

ჩემი იმიტომ კი არ ეშინიათ, რომ სახალხო კრებაში ვიყავი ჩართული, არამედ იმიტომ, რომ მართლაც ჩართული რომ ვყოფილიყავი, ბევრად უფრო მეტი იქნებოდა მიღწეული სრულიად მშვიდობიანად.

ეშინიათ იმიტომ, რომ ისტორიამ მაქცია საქართველოს დამოუკიდებლობის და წარმატების სიმბოლოდ მთელი მსოფლიოსთვის. სწორედ ამიტომ მომწამლეს ციხეში და ამიტომ მისჯიან ახალ-ახალ სასჯელებს.

და კიდევ იცით რა იყო ჩემთვის დასმული მთავარი კითხვა, რომლის გარშემო ტრიალებდა დაკითხვა, ოღონდ არ გეგონოთ რომ ვღადაობ, რას გულისხმობდიო შარშანდელ პოსტში, რომ ხალხმა უნდა გადაიღოს სელფი ივანიშვილის ზვიგენის ფონზეო. დარწმუნებული ვარ ეს კითხვა პირდაპირ ივანიშვილის დაწერილი იყო.

ხვდებით სად ვართ?! ნახეთ როგორ უყვარს ეს ზვიგენი, რომ მთელი ე.წ. პროკურატურა ჩემგან ზვიგენის დამცველად გადააქცია და თუ დღევანდლის შემდეგ ვინმე საქართველოში ან საქართველოს გარეთ იტყვის, რომ მე არ ვარ პოლიტიკური პატიმარი, ის მართლა იმსახურებს ივანიშვილის ზვიგენების ახლო გაცნობას.

ე.ი. ახლა ჩემს წინააღმდეგ აღიძვრება ახალი საქმე “ივანიშვილის ზვიგენის შევიწროებაზე”. იყო პიჯაკების საქმე, ახლა იწყება ზვიგენების საქმე.

საქმეს ერქმევა ალბათ ასე “ივანიშვილის ზვიგენი და პროკურატურა სააკაშვილის წინააღმდეგ”

ვფიქრობ წერილობითი ბოდიში ხომ არ გავუგზავნო ზვიგენს”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დროზე, თქვე ტურებო, სანამ გადაგსქრინეთ ყველანი!” – ვახო სანაია

ვახო სანაიას მინი "პოლიტიკური ფეისბუქ-გაკვეთილი" ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი მხარდამჭერებისთვის,...

“ამ ხალხთან საერთო სამშობლო რანაირად გვაქვს – მართლა ბედი არ გინდა?!🙃” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი ხელისუფლების დროინდელ კონკრეტულ...

“ამ ადამიანთან ასეთი ტიპის მოპყრობა რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების...

"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე, ექიმ...

“ყველა კადრი მეტყველებს, რომ ლიკა დააკავეს უკანონოდ” – ნინო ჯანგირაშვილი ლიკა ბასილაიაზე

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“2 უმნიშვნელოვანესი გარღვევა ხდება უკრაინის საკითხში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ფრონტზე მოსალოდნელ სერიოზულ...

“ამ ბოლო დროს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ველოდი, რა იქნებოდა რუსეთიდან გადადგმული შემდეგი ნაბიჯი...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი, სოციალურ ქსელში, საფრთხისშემცველი...

“ბედის ირონიაა და უბედურების ნიშანია, როცა პროკურატურა ღარიბაშვილის გირაოს გვამცნობდა, პარალელურად რეჟიმი დაგეშილი ხალხს...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა შედარება-შეფასებებს ახდენს ყოფილი პრემიერის, ირაკლი...