შაბათი, ოქტომბერი 25, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ამ ადამიანთან ასეთი ტიპის მოპყრობა რაც გუშინ ტელევიზიით...

“ამ ადამიანთან ასეთი ტიპის მოპყრობა რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა” – ამირან გამყრელიძე

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს, ემოციური შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით ეხმაურება:

ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ღირსეული წევრია საქართველოს სამედიცინო საზოგადოების. გამორჩეული თავისი მაღალი პროფესიონალიზმით, ადამიანობით, პატიოსნებით, ჰუმანიზმით, პატრიოტიზმით და ყველა იმ თვისებით რაც ექიმებს ახასითებთ. აღნიშნული ვაჟამ მრავალჯერ დაუმტკიცა თავის ხალხსა და ქვეყანას. ამ ადამიანთან ასეთი ტიპის მოპყრობა რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა.

როდემდე უნდა გაგრძლედეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე? დავიჯერო ვინც ამას ავალებს და აკეთებს თვითონ სჯერა, რომ ეს ხალხი ვინც თითქმის ერთი წელია რუსთაველზე დგას მართლა „ხალხის მტრები“ არიან?

ცუდ სპირალში შედის ქვეყანა და კიდევ ერთხელ ვთხოვ გადაწყვეტილების მიმღებებს დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იქ გადწყდეს სიტუაციის განმუხტვის ნაბიჯები, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. გავიმეორებ რაც მრავალჯერ დავწერე, რომ დათმობა ყოველთვის სიბრძნის ნიშანი და უფრო ძლიერის პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და მისი მომავლის წინაშე.

თავისუფლება ვაჟას, გამორჩეულ ექიმსა და პიროვნებას და მასთან ერთად მყოფ უკვე ათეულობით დაპატიმრებულ მოქალაქეს!!!” – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ოცნების” მხარდამჭერები ახლა მაინც მიხვდით, რა შავ დღეში ხართ” – გოჩა მირცხულავა

საქართველოს გენერალური პროკურატურისა, ასევე სუს-ის მიერ ჩატარებულ ბრიფინგებს და...

“4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების დუმილი მაკვირვებს!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე 4 ოქტომბრის აქციის...

“ამ ბოლო დროს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ველოდი, რა იქნებოდა რუსეთიდან გადადგმული შემდეგი ნაბიჯი...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი, სოციალურ ქსელში, საფრთხისშემცველი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“დიახ, პატრულის მანქანაზეა და დიახ, რეჟიმს სწორედ ასეთი გამბედავი ადამიანები ამარცხებენ” – შორენა ლობჟანიძე

სამოქალაქო აქტივისტის, თამარ ლორთქიფანიძის მიერ პროტესტის გამოხატვის მიზნით პატრულის...

“4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების დუმილი მაკვირვებს!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე 4 ოქტომბრის აქციის...

“მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის, იმდენ ადამიანს ჩამოხსნა ნიღაბი🙌🙌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს...