შაბათი, ოქტომბერი 25, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ახლა მაინც თუ ხვდებით რომ გათითოკაცებამ იცის მარცხი,...

“ახლა მაინც თუ ხვდებით რომ გათითოკაცებამ იცის მარცხი, ერთობას ალტერნატივა არ აქვს” – თაკო ჩარკვიანი

პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საუბრობს და მძიმე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე 2 კონკრეტულ პარტიასთან მიმართებაში:

აბა როგორ ხართ მოღლიცინე “ოპო ლოდერებო”, რომ ქილიკობდით: ”აქციამ დაკარგა აქტუალობა“, “რა დროს კარვებია და “მატრასები” მოგვინდომეს კიდევ რაა და საერთოდ, ხალხის რაოდენობა რა შუაშია, ეგ ხო ძველია მოძველებული მეთოდია ბრძოლის“, “ამასთან არ დავჯდები, იმასთან არ დავჯდები“.

ჰოდა, მინდა გითხრათ ზოგიერთს “გადაგდებულს” და “გარიგებულს” რომ მხოლოდ იდიოტი სწავლობს საკუთარ შეცდომებზე, ჭკვიანი კი სხვისაზე, ახლა მაინც თუ ხვდებით რომ გათითოკაცებამ იცის მარცხი, ერთობას ალტერნატივა არ აქვს.

ხომ შევიდა გახარია პარლამენტში… ის გახარიაა ადგილობრივ არჩევნებში ზღვარი რომ ვერ გადალახა, გაანულა ხალხმა და პარტია “ლელომ” კი ორი მანდატი მიიღო. მოიცა, გახარიას რომ ჰკითხავენ უცხოეთში რა ჰქენი და რისი წევრი ხარო, რას უპასუხებს – არალეგიტიმური პარლამენტის წევრი ვარო?! ასე იტყვის! ან პარტია ლელოს ხაზარაძე რას იტყვის?! ციხიდან იმიტომ გამომიშვეს რომ ხელისუფლებისთვის ლეგიტიმურობა მეღიარებინა ოპოზიციიდან, დავთანხმდი შევუსრულე და ბიძინამ მაინც “გადამაგდო” და ორი მანდატი მომიგდესო?? ამას იტყვის?!

კიდევ იმას იტყვის, რომ თბილისი ვერ გამოვგლიჯე იმ ხალხს, ვისაც წლებია სახლებს და ბოლო ლუკმას ვგლეჯო?? ასე იტყვის პოლიტიკურად გაბითურებული ხაზარაძე?!

ჰოდა, ახლა მაინც, როცა უკვე ლუსტრაცია მომხდარია, მკვეთრად ჩანს, რომ ბრძოლას იგებს ნაღდი, გულწრფელი ხალხი და არა “ფეიკ პოლიტ სიაფანდები” და ოლიგარქები პრივატიზირებული ტვ ეთერებით – ეს ფაქტია!

ძალა ხალხშია, ძალა დიდ ერთობაშია!✌️” – წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ოცნების” მხარდამჭერები ახლა მაინც მიხვდით, რა შავ დღეში ხართ” – გოჩა მირცხულავა

საქართველოს გენერალური პროკურატურისა, ასევე სუს-ის მიერ ჩატარებულ ბრიფინგებს და...

“დროზე, თქვე ტურებო, სანამ გადაგსქრინეთ ყველანი!” – ვახო სანაია

ვახო სანაიას მინი "პოლიტიკური ფეისბუქ-გაკვეთილი" ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი მხარდამჭერებისთვის,...

“მე ვერაფრით ვიგებ რუსთაველის გადაკეტვის პანაცეას, როდესაც ამდენი ადამიანი ციხის პატიმრობისთვის ხდება განწირული” –...

საპროტესტო აქციების დროს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის მთავარ მიზანთან დაკავშირებით...

“სამუდამუდ დამარხული იქნება ყველა გვარი, ვინც პარლამენტში შევა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“დიახ, პატრულის მანქანაზეა და დიახ, რეჟიმს სწორედ ასეთი გამბედავი ადამიანები ამარცხებენ” – შორენა ლობჟანიძე

სამოქალაქო აქტივისტის, თამარ ლორთქიფანიძის მიერ პროტესტის გამოხატვის მიზნით პატრულის...

“4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების დუმილი მაკვირვებს!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე 4 ოქტომბრის აქციის...

“მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის, იმდენ ადამიანს ჩამოხსნა ნიღაბი🙌🙌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს...