გასული საუკუნის ერთ კომიკურ ამბავს იხსენებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა დღევანდელობაზე მორგებისთვის:
“საბჭოთა გაი, სიმთვრალეზე შესამოწმებლაად, მძღოლს ან ჭიქაში ჩაბერინებდა ან ცხვირს მიუშვერდა ხოლმე.
ნაღდი ამბავია – სენაკში იყო თეკლათის ტეკი, სადაც ფოთი-ხობის გზაგასაყარია. აჩერებს გაიშნიკი ერთ ცხაკაიელ (სენაკელ) ავარას, რომელიც გაგლეჯილი მთვრალია და ცხვირს იუშვერს ჩამიბერეო. ამ ავარამ თავი უკან გასწია ზიზღით – გაიწიე ნაკელის სუნი აგდისო და ცხვირსახოცი აიფარა. მოვიდნენ სხვა გაიშნიკებიც. ამას ცხვირსახოცი აქვს აფარებული და ჩხუბობს: მოაშორეთ აქედან ეს ფუნის სუნიანი კაცი, ალერგია მაქვს, ცუდად ვხდები აშკარადო… მოკლედ, საბჭოთა გაი სკანდალს მოერიდა და გაუშვეს.
მიხვდით ხო… ალერგია არსებობს სხვადასხვა რამეზე – დაწყებული სუნამოთი – დასრულებული, პოლიციელის პირის ღრუდან ამომავალ კალბასის სუნით… შესაბამისად, ანაფილაქსიური შოკი მხოლოდ პრეპარატის შეყვანით არ ვითარდება, არამედ სხვა მიზეზითაც და ატარეთ პირბადეები, რათა პოლიციელებმა თავიანთი არომატული ან სხვა – სპეციფიური სუნით, ზიანი არ მოგაყენოთ.
ამიტომ, კანონი, რომელიც პირბადეების ტარებას კრძალავს, რეალურად ბიოლოგიური იარაღის გავრცელებას უწყობს ხელს და ადამიანების სიკეთის ნაცვლად მათი მკვლელობის იარაღია. ვოტ ტაკ! (შენ გაიხარე ომიანე კაჭარავა – სად გამახსენდი….)“, – წერს გოჩა მირცხულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

