spot_img
მთავარისხვადასხვანუ შეეშინდებათ ღია დისკუსიების, შევხვდები ნებისმიერ ეთერში -...

ნუ შეეშინდებათ ღია დისკუსიების, შევხვდები ნებისმიერ ეთერში – გიორგი ვაშაძე

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ოპონენტების მიმართ კრიტიკას, პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ეხმიანება და მთავრობას დისკუსიაში იწვევს. გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ის პრეზენტაციები რაც გააკეთეს სრულიად უშინაარსოა და ლამაზი სლაიდებით ხალხის გულს ვერ მოიგებენ:

ჩვეულებრივი არაპროფესიონალები არიან, რომლებიც კაბინეტებიდან ვერ გამოდიან და ჰგონიათ, რომ ლამაზი სლაიდებით ხალხის გულს მოიგებენ. აბსოლუტურად უშინაარსო იყო პრეზენტაციები რომელიც წარმოადგინეს რეალური საქმე საერთოდ არ ჩანს.

რძეს, შაქარს და წიწიბურას თუ ბევრჯერ ვახსენებთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის უკან რაიმე გეგმა არსებობს. ნუ შეეშინდებათ ამ თემაზე ღია დისკუსიების, შევხვდები ნებისმიერ ეთერში და ვნახოთ ვინ არის უპასუხისმგებლო,“ – გიორგი ვაშაძე.

გიორგი ვაშაძის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს

ინფორმაციისათვის: ნათია თურნავამ ოპონენტების განცხადებებს პოპულისტური უწოდა და განაცხადა, რომ „იმ შეფასებებს, რასაც ჩვენ სხვადასხვა ოპონენტების მხრიდან ვისნმენთ, არის სრულიად ურთიერთგამომრიცხავი, უკეთ მოემზადონ და გაეცნონ პროგრამას, არ მივიღებთ პოპულიზმს“.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...