პარტია “გახარია საქართველოსთვის” გადაწყვეტილებას, შეუდგეს საპარლამენტო საქმიანობას, მწვავე შეფასებებით და კონკრეტული ფაქტების შეხსენებით ეხმაურება იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი ბაჩანა შენგელია:
“გახარიას პარტია პარლამენტში შედისო, კაი კაცო, მართლა? ეს როგორ იკადრა?🤔
ახლა რომ ვიშვიშებთ, როდესმე ვინმეს ეჭვი ეპარებოდა ამაში? კოალიციებს უქმნიდით, ზოგი ამბობდა მხოლოდ უსაფრთხო მომავალში მექნება მასთან კითხვებიო და კიდევ ათასი სისულელე. პროდასავლურ ოპოზიციად შერაცხეთ.
როცა ვამბობდი მოღალატეები არიან მეთქი, ახლა არ გვინდა ერთობას ვაზიანებთო. რომელ ერთობას, რომელიც არასდროს ყოფილა? ჩემს პირად მტრად მიგაჩნდათ, სანამ ცხვირში არ გადინათ და აშკარა ღალატზე არ გადავიდა, თან დაგცინათ და ღირსებიც ხართ. მერე გწყინთ ოპოზიციასაც უნიათოებს რომ გიწოდებენ.
ჰოი საოცრება და 2-3 დღეში აღმოაჩენთ, ასაკრძალთა სიაშიც არ იქნებიან თვალთხარიები. მერე მოიწვიეთ ზემო ვაკის ქვემო საქასრიელი მაჟორიტარი ზაზა თავაძე და პრაიმ-ტაიმში უსაშველოდ გრძელი ეთერი დაუთმეთ, რომელსაც კრიტიკული კითხვის გარეშე ჩაატაებს.
თევზზე ცოტა მეტი მეხსიერება და ღირებულებების პატივისცემა არავის გაწყენდათ!” – წერს ბაჩანა შენგელია ფეისბუქის პირად გვერდზე.