პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი შეფასება-განმარტებებს აკეთებს პარტიების გაუქმების მიზნით მმართველი გუნდის მიერ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებასთან დაკავშირებით:
“ამ საკითხზე პარლამენტში ვმუშაობთ. სარჩელი მზად არის, ბოლო საკითხების გავლა მიდის, რომ სარჩელი უმაღლესი სტანდარტის იყოს. მნიშვნელოვანი პროცესია და ამას რაც შეესაბამება, ზუსტად ისეთი სარჩელი უნდა იყოს.
დემოკრატიის მტრებს შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეთ, რომ დემოკრატიული პროცესი დემოკრატიის წინააღმდეგ გამოიყენონ. ამიტომ არსებობს მექანიზმი, რომ პარტიები, რომლებიც კონსტიტუციას არღვევენ, არ იყვნენ პოლიტიკური პროცესის მონაწილე.
მთავარი მიზანია, დემოკრატიის მტრების ადგილი პოლიტიკურ პროცესში არ იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.