საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ფრონტზე მოსალოდნელ სერიოზულ გარღვევაზე საუბრობს:
“2 უმნიშვნელოვანესი გარღვევა ხდება უკრაინის საკითხში:
1) ევროპა და კანადა წყვეტენ უკრაინისთვის თითქმის 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივების გადაცემის საკითხს. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინას უპრობლემოდ შეეძლება იარაღის ყიდვა და საკუთარი ეკონომიკის უზრუნველყოფა;
2) ამერიკა გამოაცხადებს “ტომაჰავკების” გადაცემას, რაც შესაძლებელს გახდის რუსული სამხედრო მანქანის უმეტესი ნაწილის განადგურებას.
ეს მთლიანად ცვლის ომის სურათსა და რუსეთის სწრაფი დამარცხება გარდაუვალი ხდება, ვინაიდან რუსების გათვლა იმაზე, რომ ევროპა დაიღლება უკრაინის დახმარებით, ფუჭი აღმოჩნდა. უკრაინას თვითონ გაუჩნდება საკუთარი სახსრები.
მთლიანობაში საქმე გვაქვს დიდ შემობრუნებასთან ომშიც და მსოფლიო ისტორიაშიც და საქართველოზეც ეს ძალიან მალე აისახება“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.