spot_img
მთავარისხვადასხვასაქართველოში დღეში 1000-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდება -...

საქართველოში დღეში 1000-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდება – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ლაბორატორიული ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საბჭომ მიიღო გადაწყეტილება საქართველოში, დღეში 1000-ზე მეტი PCR-ტესტის ჩატარების შესახებ, განიხილეს ტესტირების ახალი ალგორითმიც და ამ ახალი ალგორითმით შაბათ-კვირიდან დაიწყებენ მოქმედებას. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში ამ ეტაპზე საკმარისი ტესტების მარაგია და ისინი ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული:

ამ ეტაპზე, შევთანხმდით, რომ ჯგუფის გაფართოებას დაექვემდებარებიან თავშესაფრები და სატრანზიტო ავტომობილების მძღოლები, ვინაიდან ისინი მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.

დღევანდელი მსჯელობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღიურ რეჟიმში უკვე საქართველოში ჩატარდება 1000-ზე მეტი PCR ტესტი. ამის საშუალება ქვეყანაში არის და სწორედ იმ რისკ ჯგუფებში, იმ გაიდლაინის მიხედვით, რომელიც დღეს დამტკიცდება საბჭოს მხრიდან, იქნება ეს ტესტირება უფრო მეტად გაფართოებული,“ – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

აღნიშნულ შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მიუხედავად ქვეყანაში ინფექციის გავრცელების კონტროლისა, მოსახლეობა არ უნდა მოდუნდეს, რადგან ინფექციის გავრცელების რისკები კვლავ ძალაში რჩება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია მოთხოვნებსა და რეკომენდაციების დაცვა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...