ოთხშაბათი, ოქტომბერი 15, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქალბატონი ზურაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი და სამარცხვინო პრეზიდენტი...

“ქალბატონი ზურაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი და სამარცხვინო პრეზიდენტი იყო საქართველოს ისტორიაში” – ირაკლი ზარქუა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს, სადაც იგი კრიტიკულ შეფასებებს აძლევს მმართველი გუნდის საქმიანობას/ქმედებებს მწვავე, მძიმე შეფასებებით ეხმაურება “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ზარქუა:

სალომე… რა გვარია, დამავიწყდა… ქალბატონი ზურაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი და სამარცხვინო პრეზიდენტი იყო საქართველოს ისტორიაში. ის, რაც ამ ქალისგან ველოდებით, მათ შორის, როგორ ცდილობს, გააშავოს ეს ქვეყანა, როგორ ცდილობს, რადიკალებს რაღაცნაირად მხარდაჭერა აღუთქვას და ამას ისე უსუსურად, უარგუმენტოდ აკეთებს…

ბოლოსდაბოლოს, შენი ქვეყნის პრეზიდენტი იყავი, მმართველმა პარტიამ დიდი ძალისხმევით აგირჩიათ და მაინც აგრძელებთ საკუთარი ქვეყნის გაშავებას და დამუნათებას, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე – უარგუმენტოდ და სიცრუის მოხმობით…

ახლა უკვე, რომ გაამართლოს ეს ტრაგედიები, რაც მოხდა – ახალგაზრდები როგორ ჩაითრიეს ამ თემაში და სისხლის სამართლის დანაშაული ჩაადენინეს; იმის მაგივრად, რომ გამოვიდეს და დაგმოს, თქვას, რომ ეს მიუღებელია, არ უნდა გაეკეთებინათ, ვინც ეს გააკეთა არის ქვეყნის მტერი, გამოვიდა და ღობე იყო სუსტიო, ამიტომ არის გონივრული ეჭვი, რომ ეს შეგნებულად გაკეთდაო

ამას რომ იტყვის ქალბატონი, რომელიც იყავი ამ ქვეყნის პრეზიდენტად, არ არის ღირსი, რომ კომენტარი გავაკეთოთ ამ ქალბატონზე…“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ცოტა ინფლუენსერა აქტივისტების საყურადღებოდ ვწერ – უკანალი დააყენეთ!” – ბაია პატარაია

სოციალურ ქსელებსა თუ სხვა სივრცეში წამოწყებულ ცალკეულ დისკუსიებს მწვავე...

“ახლა გაჩერება, როცა გამარჯვება ასე ახლოა, დაუშვებელია. ვიბრძვით, ვიმარჯვებთ!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებისადმი მიმართვაში აცხადებს, რომ...

“ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით რომ 4 ოქტომბერზე ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, მხოლოდ უადვილებს ივანიშვილს...

საქართველოს მე-3 პრეზიდებტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ კიდე მე მაკრიტიკებთ, როცა ბრძენს ვეძახი!” – ელისო კილაძე

ელისო კილაძის შეფასებები, მოსაზრებები, ვარაუდები: "წულუკიანის კომისიის დასკვნას მიემატება 4...

“მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ ძალადობას და ძალადობის დასაორგანიზებელ ფულს რომ...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე ყოფილ მთავარ...

“მესმის კრეტინი და ბითური ვიყავიო ამის აღიარება უფრო რთულია, მაგრამ ბოლოს მაინც მონანიება ჯობია…”...

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, პარლამენტის ყოფილი წევრი,...

“ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს!” – მურთაზ ზოდელავა

საყურადღებო მინიშნებებით, ემოციური კომენტარი გააკეთა მედიასთან ოპოზიციონერმა ლიდერმა, მურთაზ...

“ძალიან დაეტყო გაქოცება იმას, რასაც ერთ დროს ეროვნული ნაკრები ერქვა…” – ზურაბ ბატიაშვილი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მორიგ მარცხს, კონკრეტული მინიშნებით, ეხმაურება ანალიტიკოსი...