პარასკევი, აგვისტო 1, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიმიხეილ სააკაშვილის კარიერაზე მსჯელობით "ქართული ოცნება" ცდილობს თავი...

მიხეილ სააკაშვილის კარიერაზე მსჯელობით “ქართული ოცნება” ცდილობს თავი აარიდოს და გვერდით გადაიტანოს უსერიოზულესი კრიზისი და ხალხის გაჭირვება – ანა დოლიძე

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, იურისტი ანა დოლიძე, ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუს დროს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო ვიცე-პრემიერად დანიშვნას და მის მიმართ საქართველოში „ქართული ოცნების“ მხირდან გაკეთებულ განცხადებებზე. იურისტი აღნიშნავს, რომ ამ თემით აპელირება არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ საზოგადოებას ყურადღება გადაატანინონ, ისეთ თემებზე, რომელიც არ არის მნიშვნელოვანი და წესით 10 წლის წინ უნდა დასრულებულიყო:

იმხელა გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, რომელიც მას რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არ ჰქონია, ალბათ 90-იანებს რაც გამოვცდით მას შემდეგ, თუნდაც აგვისტოს ომის შემდეგ. დეკადაში ერთხელ არის ამ ტიპის გამოწვევა. მსოფლიოს უმეტესი ქვეყნები, რუსეთი, რომელიც უკვე საკმაოდ ჩამორჩენილია მეცნიერული თვალსაზრისით, ცდილობს მოიგონოს ვაქცინა, ერთმანეთს ეჯიბრებიან რომელი უფრო სწარფად გაფრინდება კოსმოსში, შენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ფაქტობრივად დარჩენილია ულუკმაპუროდ და ამ პირობებში ჩვენი ხელისუფლება, არ დაგვავიწყდეს რომლის ხელფასებსაც ჩვენ ვიხდით, დასდევს მიხეილ სააკაშვილის კარიერულ საფეხურებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ კარგად გაიგოს, ეს არის საშუალება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რომ გადაფაროს, გვერდზე გაიტანოს, ყურადღება დაგვაკარგვინოს, რომ მის წინაშეა უსერიოზულესი კრიზისი და უსერიოზულესი გამოწვევები.

ამის ფონზე ყოფილი პრეზიდენტის, რომელიც მათ არ დაიჭირეს სხვათაშორის თავის დროზე და რამდენიმე მისი ამფსონი, მათ შორის ზურაბ ადეიშვილი, მისი დევნა, ამასთან დაკავშირებით განცხადებების კეთება, ჩვენი პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც ტელევიზორთან უნდა იჯდეს და აქტიურად მსჯელობდეს იმაზე, შიმშილიდან როგორ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა, ეს არის მორიგი მცდელობა ყურადღება გადაგვატანინონ ისეთ თემებზე, რომელიც წესით დამთავრებული უნდა იყოს 10 წლის წინ,“ – აცხადებს ანა დოლიძე.

ანა დოლიძე ასევე საუბრობს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპზე, რომელიც საქართველოში დარღვეულია და იკვეთება ორი კლასტერი, ერთი რომელიც კანონმორჩილია და იცავს დადგენილ წესებს და მეორე – პრივილეგირებულები ხელისუფლების მხრიდან, რომლებიც არ ემორჩილებიან კანონს:

წესით დემოკრატიულ საზოგადოებაში დასაყრდენი პრინციპი კანონის წინაშე თანასწორობაა, ყველასთვის, მიუხედავად პოლიტიკური, პარტიული მდგომარეობისა, მიუხედავად ძალაუფლებისა, მიუხედავად ანაფორისა, ყველა თანასწორი უნდა იყოს კანონის წინაშე, მაშინ ჩვენ გვიმყარდება კანონის მიმართ ნდობა, და მაშინ ადამიანები სანქციებს აღარ ებრძვიან მათ მიმართ, თუ ისინი ხედავენ, რომ ჩვენს გვერდზე, რომ მეზობელი ცხოვრობს, რომელსაც შავი ჯიპი ემსახურება ისიც ისევე ითვალისწინებს კანონს, რომელსაც მე უნდა დავექვემდებარო, მაგრამ „ქართული ოცნება“ აზიანებს ამ პრინციპს თანამდებობაზე მოსვლის დღიდან.

ბატონი ცინარიძის შემთხვევაში, როდესაც მისი გვარი ამოტივტივდა, აუციელებელი უნდა ყოფილიყო გენერალური ინსპექციის დასკვნა და ამ დასკვნის შედეგად გამოსულიყო გარკვეული სანქცია, აქ იკვეთებოდა თავიდანვე ნიშნები, რომ რატომღაც ის და არა 10 ათასობით სხვა პოლიციელის გვარი დასახელდა ქალბატონთან მომხდარ ინციდენტში, აუცილებელი იყო მყისიერი რეაქცია და რაღაცა სანქცია, იმისათვის, რომ ჩვენ არ გვენახა, არ გაგვეგო ეს გვარი სხვა კიდევ ნეგატიურ სიტუაციასთან მიმართებაში.

მაგალითად ქალაბტონი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც იკვეთებოდა მასობრივი წამების საკითხთან, რამდენიმე ადამიანი ეწამა ყინწვისის საქმეში და მიუხედავად ამისა არასრულწლოვანის დაკითხვაზე იყო დაშვებული. იგივე ბატონი ილია ჯიშკარიანი „ქართული ოცნების“ გამგებელი, ასევე ოთარ ფარცხალაძე, ბრალდებული ძალიან გავლენიანი პირი, რომლის საქმე ახლაც მიმდინარეობს და ვხდევათ, რომ ქუჩაში დადის და საშვიც ჰქონია, ვინ გაბედავს მის გაჩერებას ამ ხელისუფლების პირობებში. ლევან იზორიას ძმა…

სახეზეა გამოძიების არაეფექტურობა, რომელიც არის შედეგი, ანუ გამოძიებას არ მოაქვს ჩვენს კითხვებზე პასუხები, მიზეზი არის პრინციპი პრივილეგირებული პირებისა, რომელსაც ამკვირდებს „ქართული ოცნება“ და რაც ძალიან კარგად დავინახეთ მაშინ, როდესაც მანქანებით გადაადგილება იყო აკრძალული. ცალსახად გამოჩნდა გამოიკვეთა ორი კლასტერი აქეთ ფარცხალაძეები-ჯიშკარიანების საშვიანი ხალხის და მეორე მხარეს ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქეების, რომლებიც კანონმორჩილნი სახლში ელოდებიან როდის მოიხსნება შეზღუდვები. ეს არის ამ ხელისუფლების მართვის ერთ-ერთი ბერკეტი, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა შევცვალოთ,’’ – აცხადებს ანა დოლიძე ტვ „პირველზე“, ჩართვისას.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“4 ოქტომბერი შესაძლოა ნაცმოძრაობისთვის მართლაც საკრალური თარიღი აღმოჩნდეს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თავის ვარაუდებს გამოთქვამს პარტია "ნაციონალური მოძრაობის"...

“100-150 მომიტინგე სრულიად უკანონოდ კეტავს მოძრაობას ხან აქ ხან იქ, და კანონი დუმს” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს ცალკეულ საპროტესტო აქტივობებთან...

“ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ დაგეგმილ...

“როგორც ყოველთვის, გიორგი ვაშაძე არის აქტიური – იქიდანაც კი, სადაც რუსულმა ხელისუფლებამ დაამწყვდია და...

ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი, ეკონომისტი, სევდია უგრეხელიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...