სამშაბათი, ოქტომბერი 21, 2025
12.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როცა კონსტიტუციას არღვევს ხელისუფლება და მოქალაქეები ცდილობენ, კონსტიტუციური...

“როცა კონსტიტუციას არღვევს ხელისუფლება და მოქალაქეები ცდილობენ, კონსტიტუციური წეს-წყობილება აღადგინონ, მათ ვერ დაადანაშაულებს ვერავინ” – თამარ ჩარკვიანი

“აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემაში “თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად”, პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარემ, პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა თამარ ჩარკვიანმა თავისი პოზიცია დააფიქსირა ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასა და 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით:

რა თქმა უნდა, ე.წ. მთავრობა არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება. ყოველთვის უპირველესად პასუხი უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რადგან საკონსტიტუციო გადატრიალება რომ მოგვიწყვეს, ცარიელი ხელებით იბრძვიან ადამიანები საკონსტიტუციო წესრიგის დამყარებისთვის.

მე ვერავის დავადანაშაულებ, რადგან ამ ადამიანებმა სცადეს ქვეყნიდან პრორუსი ხელისუფლება გაეშვა. სალომე ზურაბიშვილი რომ პროცესს გაემიჯნა მე არ მიკვირს, ის 2008 წელს მთელ საქართველოს გაემიჯნა და ბოდიშიც კი არ მოიხადა საქართველოს ომის დაწყება რომ დააბრალა.

რაც შეეხება ჩერგოლეიშვილს, მისგან განსხვავებით მე ვერ ვდებ ბრალს არაპოლიტიკოს მომღერალ პაატა ბურჭულაძეს და არც არავის, მათ მიტაცებული სახელმწიფოს დაბრუნება სცადეს და რა მოხდა რეალურად არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. რას ამტკიცებს ჩერგოლეიშვილი არც ის ვიცი, ლიდერებს არაფერი უთქვამთ და გამოდის, რომ ის აგენტ-პროვოკატორია თუ საიდან იცის კონსპირაციულ ბინაში რა ხდებოდა?!

როცა კონსტიტუციას არღვევს ხელისუფლება და მოქალაქეები ცდილობენ, კონსტიტუციური წეს-წყობილება აღადგინონ, მათ ვერ დაადანაშაულებს ვერავინ. ამიტომ, 4 ოქტომბრის ღამეს დაკავებული აქტივისტები არიან პოლიტიკური პატიმრები“, – აცხადებს თამარ ჩარკვიანი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დროზე, თქვე ტურებო, სანამ გადაგსქრინეთ ყველანი!” – ვახო სანაია

ვახო სანაიას მინი "პოლიტიკური ფეისბუქ-გაკვეთილი" ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი მხარდამჭერებისთვის,...

“უკლებლივ ყველამ ითამაშეთ ბიძინას თამაში – სალომედან დაწყებული, ყველაზე გულანთებული აქტივისტით დასრულებული, რომლებმაც…” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას პუნქტებად ჩამოთვლილი განმარტებები კონკრეტული ფაქტებისა და...

“ოცნების” მხარდამჭერები ახლა მაინც მიხვდით, რა შავ დღეში ხართ” – გოჩა მირცხულავა

საქართველოს გენერალური პროკურატურისა, ასევე სუს-ის მიერ ჩატარებულ ბრიფინგებს და...

“არ გიმართლებს ბაობაბებში, გაგიმართლებს კენგურუებში…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“13 წელი თქვენ გამოგიცხადეთ ნდობა! თქვენი სახელით კი ისეთები ხდება, მტრისას!!!” – ნუკა არველაძე...

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა...

“ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს მიუსაფრების ისტორიაში შევა, როგორც მათი მფარველი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელი წევრი და ცხოველთა უფლებადამცველი, შორენა ლობჟანიძე...

“ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით რომ 4 ოქტომბერზე ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, მხოლოდ უადვილებს ივანიშვილს...

საქართველოს მე-3 პრეზიდებტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

“სამუდამუდ დამარხული იქნება ყველა გვარი, ვინც პარლამენტში შევა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი კონკრეტული...