ქვეყანაში შექმნილ რეალობას და კონკრეტული აკრძალვების დაწესებას, მრავალმხრივი მინიშნებებით, ეხმაურება ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე:
“ქოცი აქ “მოგვაწვება”, მათ კი იქედანაც მიაჭერენ. აბა, ვნახოთ, ვინ აჯობებს ბოლოს?!
ქოცს იდეა არ აქვს, აქვს მეშჩანობა, ციხეები და დროებითი სტატუსები. პლუს დიდი სტრესი… ნაქურდალს რომ ვერ ირგებენ… “პაეზდკებს”. ერთი კაი გოიმური სელფიც რომ ვერ შეურგიათ “გარყვნილი” ევროპიდან!
ქუჩაში ვერ გადიან. და ახლა ჩვენც რომ გვიკრძალავენ გასვლას. რამდენს აკრძალავენ?! ქუჩა არ იქნება? – იქნება რაღაც სხვა… “რაღაც სხვაც” არ იქნება? – კიდევ რაღაც იქნება… და ეს ბოლომდე. ამათი ისტორიის დასასრულამდე“, – წერს ლაშა ბუღაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.