ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის მიზნით სარჩელის მომზადებასთან დაკავშირებით:
“თუ “ნაც. მოძრაობასთან” აფილირებულ ყველა პირს პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავენ, “ქართული ოცნების” ლიკვიდაციაც მოუწევთ, რადგან 97% ასეთი ჰყავთ.
მგონი ეს არის ბიძინას ფარული გეგმა…
სია შემიძლია გავუგზავნო“, – წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.