შაბათი, აპრილი 20, 2024

ბევრი ვიღლიცინე სააკაშვილის დანიშვნაზე, იყო რაღაც იუმორისტული ამ გადაწყვეტილებაში – ხათუნა ხოფერია

უკრაინის მთავრობაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნის თემა გასცდა პოლიტიკური განხილვების არეალს და სოციალურ ქსელშიც აქტიურად განიხილავენ. თავისი მოსაზრებები, საკმაოდ მწვავე ფორმით, გამოაქვეყნა მე-3 პრეზიდენტის ყოფილმა თანამებრძოლმა, ხათუნა ხოფერიამაც:

“ბევრი ვიღლიცინე სააკაშვილის დანიშვნაზე, იყო რაღაც იუმორისტული ამ გადაწყვეტილებაში. ასევე ლოგიკური და სამართლიანი იყო ის დასასრული, რომელიც სახეზეა.

მიშა აღარ ინიშნება! და ეს კარგია!

აქვე, არ გვაწყენს, გავიაზროთ ის, თუ რა შეიძლება მოყოლოდა მის დანიშვნას.
მიხეილ სააკაშვილი – უკრაინის მოქალაქე, უკრაინის ვიცეპრემიერი, სარგებლობს დიპლომატიური ხელშეუხებლობით და უბრალოდ, არის ცნობილი ავანტიურისტი!
რა შეუძლია გააკეთოს ასეთი რეგალიების მქონე არაკაცმა?…

ის, რაც არაერთხელ გაუკეთებია…
მიშას – უკრაინის ვიცეპრემიერს – ოფიციალურად იწვევს საქართველოში საპარლამენტო ფრაქცია. ის რა თქმა უნდა ჩამოდის! ზღვით, ღრუბელ-ღრუბელ, გვირაბით, გზატკეცილით… მაგრამ აუცილებლად ჩამოდის…

ვარიანტი 1: საქართველოს სსკ-ის თანახმად, მას იჭერენ!
საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია ის დაიჭიროს!.
ამას მოყვება მიშასეული, ავნტიურისტისთვის დამახასიათებელი, ყველა ქმედება- სახურავზე საპროტესტო ჭყლიპინი, სასაზღვრო ზოლთან ხალხმრავალი დახვედრა და ხელში ატატებული “გმირისთვის” თავგანწირულთა შეხლა-შემოხლა, პოლიტიკური განცხადებები – უკრაინის მოქალაქის, ხელშეუხებლობის იმუნიტეტის მქონე პირის დაჭერის შესახებ. კიდევ ერთხელ სახელმწიფოს, კანონის, ხალხის შეურაცხყოფა. არეულობა და დარეულობა. პრინციპში ის, რაც ასე რიგად უნდა ოპოზიციას და რაც კარგად გამოსდის სააკაშვილს.

ვარიანტი 2: საქართველოს ხელისუფლება არ უშლის ხელს. მიშა ჩვეულებრივად შემოდის ქვეყანაში, ხვდება მომხრეებს, აქვს ოფიციალური შეხვედრები ოპოზიციასთან, აკეთებს განცხადებებს, სულში აფურთხებს ხალხს და სიფათში ხელისუფლებას.
ასეთ შემთხვევაში, ჩნდება ხალხში უამრავი კითხვა…

და ვის რად უნდა ასეთი სახელმწიფო?! ვის რად უნდა ასეთი ხელისუფლება?!… რატომ არ ხდება კანონის შესაბამისი ქმედებები?!.. რატომ არ აღასრულებენ დამნაშავის მიმართ სსკ-ის მოთხოვნებს?!
ეს კითხვები თავისთავად გაჩნდება…

მე ახლავე გეტყვით, რომ არც არავის არ უნდა სახელმწიფო, რომელიც საკუთარ კანონებს და ხალხს ვერ დაიცავს მკვლელისგად, ქურდისგან, შანტაჟისტისგან და ავანტიურისტისგან!
ჰო და, ჩვენც გამოვალთ და მიშასთან ერთად ამ ხელისუფლებასაც დავამხობთ…

მოკლედ, აი, ასეთი იქნებოდა მიშიკოს უკრაინული კომედიშოუს გაგრძელება საქართველოში!

ეს იმათთვის დავწერე, ვინც ამბობს, – მაიცა რა, დანიშნონ, მთავარია, ჩვენ შეგვეშვებაო…
ეგ არასოდეს შეგვეშვება… შიზოფრენიითაა ავად, შიზოფრენიით… ნიშნისმოგებით არ ვამბობ… ეს ფაქტია და არაა ლამაზი დაცინვა…
აი, ვინ იყენებს ამ ავადმყოფ კაცს თავისი მიზნებისთვის, ეგაა საკითხავი და გასარკვევი…” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული