მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ინიციატივებს და საკონსტიტუციო სასამართლოში კონკრეტული სარჩელის შეტანის საკითხს, მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი, პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი არჩილ გამზარდია:
“ყველა მიმდინარე ახალი კანონი და მომავალში რაც იქნება, ბუნებრივი გაგრძელებაა უკვე დამკვიდრებული ტოტალიტარიზმის გაძლიერების.
მიმდინარე ეტაპზე ჯერ “უხეშ” გამოვლინებებს აკრძალავენ და შემდეგ უკვე ნებისმიერ არასასურველ დისკურსსაც, რაც გინდა რაფინირებულად გადმოიცეს აზრი.
მედიასაშუალებებს აუცილებლად “მიხედავენ” და ყველა საკომუნიკაციო შესაძლებლობას სიტუაციის მიხედვით.
წინ ბევრი ფაზაა სანამ ტოტალიტარი “მშვიდ ცურვაში” არ აღმოჩნდება, შემდეგ კი წავა ისევ მისტიფიკაცია, ტოტალიტარის ინდოქტრინაცია და ა.შ.“, – წერს არჩილ გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე.