საპროტესტო აქციაზე, პატიმრების ასოციაციით გამართულ პერფომანსს, კრიტიკული შეფასებით ეხმაურება ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:
“ბიჭო, ამ პერფომრმანსებს რომ აწყობთ და სიმბოლოებს ეთამაშებით, ხომ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა, რასაც აკეთებთ იმაზე.
ჯერ იყო და 20 ივნისის შემდეგ თვალახვეული ატარეთ ხალხი, მერე თეთრ ქუდებზე შავი წერტილი დაადეთ შუბლზე, ახლა პატიმრის სამოსი და ბორკილები.
კარგით, რა! ბორკილები პატიმრის მშობლებს კი არ უნდა დაადოთ ხელებზე, ქოც ბოსების გამოსახულებებს.
ესენი გიჟები ხომ არ გგონიათ, სისხლიან ბანერებზე რომ ოპოზიციის სახეებს ხატავდნენ.
ბორკილი და პატიმარი გვაკლია ჩვენ?!” – წერს ლელა ჯეჯელავა ფეისბუქის პირად გვერდზე.