ოთხშაბათი, ოქტომბერი 15, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა"ექიმი პედიატრის დაკავება: როდესაც ძალა არგუმენტებს ცვლის" -...

“ექიმი პედიატრის დაკავება: როდესაც ძალა არგუმენტებს ცვლის” – ალექსი ნონიაძე გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებაზე

ანალიტიკოსი, ალექსი ნონიაძე ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის დაკავების ფაქტის შეფასების პარალელურად, ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს:

9 ოქტომბერს საღამოს საათებში თბილისში ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე, საკუთარ სახლში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დააკავეს 71 წლის ექიმი პედიატრი, პროფესორი, აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი. ბატონი გიორგის დაკავება ტელევიზიებით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მთელი საქართველო ადევნებდა ამ სპეცოპერაციას თვალს.

ძმები ზუბალაშვილების ქუჩაც და დაკავებულის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოც გადაჭედილი იყო საპოლიციო ძალებით. ამ კადრების შემხედვარე ადამიანს პირველად ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნებოდა, რომ ვიღაც ცნობილ ტერორისტს ან მსხვილ ნარკო მოვაჭრეს აკავებდნენ კრიმპოლის თანამშრომლები. არადა ვინც ბატონ გიორგის იცნობს ყველა დაგვეთანხმება, რომ იგი თავისი მსოფლმხედველობით და ქმედებებით თავით ტერფამდე რაფინირებული ინტილეგენტია. აქ კიდე ვუყურებდით სცენას, რომელიც პრაქტიკულად „დადგა“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საიდანაც იკითხება მხოლოდ ერთი გზავნილი საზოგადოების მიმართ, ყველას ასე მოვექცევით (ანუ როგორც რეციდივისტებს) ვინც აქციაზე რუსთაველზე გამოვა და ხელისუფლების ცვლილებას მოითხოვს.

ვიღაც შემოგვედავება და გვეტყვის, აბა როგორ უნდა მოექცნენ ადამიანს, ვინც ხელისუფლების დამხობას ცდილობს და კანონს არღვევს. რა მნიშვნელობა აქვს კანონთან ყველა თანასწორია პროფესორიც, აკადემიკოსიც და რიგითი მოქალაქეც და დიახ, მართალიც იქნება, თუ ამას იტყვის. ყველა კანონის წინაშე თანასწორი ვართ. მაგრამ არსებობს ერთი “მაგრამ”, მოქალაქის დანაშაული თავისუფალმა სასამართლომ უნდა დაამტკიცოს – ერთი და მეორე, – სამართალი არ შეიძლება მიკერძოებული იყოს. ერთს, რადგან მოქმედი ხელისუფლების მომხრე არ არის არ ეპატიება მცირედი გადაცდომა და მეორეს, ანუ მომხრეს, მძიმე დანაშაულებებზე უხუჭავენ თვალს. ასეთ პირობებში ქვეყანაში რა სამართალზე და ობიექტურობაზე არის საუბარი.

არსებობს კიდევ ერთი მთავარი ასპექტი, რომელიც ბატონი გიორგისა და რუსთაველზე აქციაზე მყოფი პროტესტის მონაწილეების სასარგებლოდ საუბრობს. მათ მიაჩნიათ, რომ ქვეყნის კონსტიტუცია დაირღვა და სად უნდა მოითხოვონ მისი აღდგენა თუ არა ქუჩაში, რადგან, როგორც უკვე ვისაუბრეთ სასამართლო საზოგადოების ნდობას არ იმსახურებს. ამიტომ თუ სურს მოქმედ ხელისუფალს ქვეყანაში პროცესები დააბრუნოს ჩვეულ კალაპოტში და არ იხილოს აქციები რუსთაველზე, ყური უნდა დაუგდოს რა სურთ მის მოქალაქეებს ქუჩაში, უარი თქვას სასამართლოების ხელით მართვაზე და გონივრულ ვადაში ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს იქნება პოლიტიკური კრიზისიდან ეფექტური გამოსავალი, რადგან ძალისმიერი მეთოდების გამოყენება მუდმივად დატოვებს საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს უსამართლობის განცდით. ამას მოწმობს ის რეაქციაც, რაც ბატონი გიორგის დაკავებას საზოგადოებაში მოჰყვა და სასამართლოც იძულებული გახდა იგი გირაოთი გარეთ გამოეშვა.

მაგრამ ეს არ არის მთავარი საკითხი, რომლის გამოტანაც განსახილველად პუბლიკაციის სახით გვინდოდა. ძირითადი თემაა ის არასწორი დამოკიდებულება, რასაც ქართული სახელმწიფო ინტელიგენციის და საზოგადოების განათლებული ნაწილის მიმართ იჩენს (მით უმეტეს, რომ ზემოთ ამ პრობლემის სამართლებრივ ნიუანსებზე უკვე ვისაუბრეთ და მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ, რეალურ დროში, თუ ქართული მართლმსაჯულება არ მისცემს ამ მოვლენებს ობიექტურ შეფასებას, მოგვიანებით ამას ისტორია გააკეთებს).

სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა მართოს საზოგადოებრივი ცხოვრება, რათა საკუთარი მოქალაქეების ენერგია, ცოდნა და რესურსები, ისევ ამ საზოგადოების სწორ და მდგრად დემოკრატიულ განვითარებას მოახმაროს. არსებობს მმართველობის ორი ფორმა: „ზემოდან ქვემოთ“ და „ქვემოდან ზემოთ“. თუ მაგალითისთვის ისევ რუსთაველზე მიმდინარე პროცესებს ავიღებთ, იქ დგანან გდდ-ს თანამშრომლები (სამხედრო პირები) და აქციის მონაწილეები (სამოქალაქო პირები). გდდ-ს თანამშრომლებს შეიძლება უბრძანო და ნებისმიერი გასამხედროებული სტრუქტურა სწორედ ასე იმართება, „ზემოდან ქვემოთ“. პირამიდის თავში მდგომი ერთი ადამიანი, ხელმძღვანელი გასცემს ბრძანებებს და ყველა უსიტყვოდ მას ემორჩილება (ეს ასეც უნდა იყოს). იგივეს ვერ ვიტყვით სამოქალაქო პირებზე, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ბირთვია. თუ მართვაზე ვსაუბრობთ, ამ ხალხთან კომუნიკაცია მსგავსი ფორმებით მიუღებელია, არც გამოდის და ვერც გამოვა. განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში, პირამიდის სათავეში სამოქალაქო საზოგადოება დგას, ხოლო ხელისუფლება ქვემოთ, მის ძირში იმყოფება. მართალია მართვა როგორც ასეთი, კი ხორციელდება, მაგრამ „ქვემოდან ზემოთ“, ანუ მხოლოდ საზოგადოების დაკვეთას ამენეჯმენტებს ხელისუფალი.

კიდევ უფრო მიუღებელია სახელმწიფოს მხრიდან შერჩეული „სალდაფონური“ კომუნიცირების ფორმა საზოგადოების ყველაზე განათლებული ნაწილის, ინტელიგენციის მიმართ. განა იმიტომ, რომ ისინი განსაკუთრებული კასტაა, რომელთაც სხვებთან შედარებით მეტი უპირატესობა უნდა ჰქონდეთ, რა თქმა უნდა – არა. რეალურად პირიქით ხდება, ჯანსაღ ინტელიგენციას საზოგადოების წინაშე პრივილეგიებზე უფრო მეტად პასუხისმგებლობა გააჩნია და ეს მათი მხრიდან გაცემულ განსაკუთრებულ შრომაში გამოიხატება, რომელიც ხალხის მიმართ უანგაროდ ხორციელდება. თუ რამე არასწორედ კეთდება ქვეყანაში პირველად ინტელიგენციამ უნდა თქვას და ხალხს მოუწოდოს ნებისმიერ ნეგატივს ებრძოლონ მედგრად. ინტელეიგენცია ქვეყანაში უნდა იყოს, ერის სინდისი და ნამუსი. ბატონი გიორგი ჩახუნაშვილი სწორედ ინტელიგენციის ის ნათელი წერტილია, რომელიც ხმას იმიტომ კი არ იმაღლებს, რომ თავად რაღაც სურს, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანა სწორად განვითარდეს და უკეთესი მომავალი გვქონდეს.

და აი მივედით ჩვენი სტატიის დასკვნით ნაწილზე. სახელმწიფოს, რომ წარმოადგენ და ბატონ გიორგის და მის მსგავს ხალხს, რომ ესაუბრები ძალის ენის გამოყენებით და ასე გინდა გადაარწმუნო?! ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ან სურვილი არ გაქვს, ან კომპეტენცია არ გყოფნის ესაუბრო განათლებულ ადამიანებს. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ბატონ გიორგის მანამდე ჩაუკეტე პარლამეტის, მთავრობის ადმინისტრაციის, დამოუკიდებელი სასამართლოს კარი. ამის მერე რაღატომ გიკვირს, რომ საპროტესტო საზოგადოება ქუჩიდან გელაპარაკება, მათ შორის, ექიმებიც და სხვადასხვა პროფესიის ხალხიც.

მოდით ერთად დავსვათ რიტორიკული კითხვა: ვინ უფრო დამნაშავეა, ის ვინც სხვას არ უსმენს, თუ ის ვინც მის გასაგონად ხმამაღლა ყვირის?” – აღნიშნავს ალექსი ნონიაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“2 წამში გაყიდეს ერთმანეთი…” – ირაკლი ზარქუა 4 ოქტომბერთან დაკავშირებულ სიტუაციაზე

4 ოქტომბერთან დაკავშირებულ სიტუაციას პოლიტიკურ შეფასებას აძლევს და კონკრეტულ...

“სანდრო გირგვლიანის სახელს რომ ატრიალებთ ყველა ბრუნვაში, ეს საქმე სტრასბურგში დათო ჯანდიერმა მოიგო თქვე...

გიორგი ბაჩიაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, იურისტი...

“საჯარო მიმართვა საქართველოს საბანკო ასოციაციას და ყველა კომერციულ ბანკს საქართველოში” – შორენა ლობჟანიძე დაპატიმრებულ...

პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელი და წევრი შორენა ლობჟანიძე,...

“ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით რომ 4 ოქტომბერზე ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, მხოლოდ უადვილებს ივანიშვილს...

საქართველოს მე-3 პრეზიდებტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ კიდე მე მაკრიტიკებთ, როცა ბრძენს ვეძახი!” – ელისო კილაძე

ელისო კილაძის შეფასებები, მოსაზრებები, ვარაუდები: "წულუკიანის კომისიის დასკვნას მიემატება 4...

“მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ ძალადობას და ძალადობის დასაორგანიზებელ ფულს რომ...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე ყოფილ მთავარ...

“მესმის კრეტინი და ბითური ვიყავიო ამის აღიარება უფრო რთულია, მაგრამ ბოლოს მაინც მონანიება ჯობია…”...

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, პარლამენტის ყოფილი წევრი,...

“ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს!” – მურთაზ ზოდელავა

საყურადღებო მინიშნებებით, ემოციური კომენტარი გააკეთა მედიასთან ოპოზიციონერმა ლიდერმა, მურთაზ...

“ძალიან დაეტყო გაქოცება იმას, რასაც ერთ დროს ეროვნული ნაკრები ერქვა…” – ზურაბ ბატიაშვილი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მორიგ მარცხს, კონკრეტული მინიშნებით, ეხმაურება ანალიტიკოსი...