პარასკევი, მარტი 14, 2025
16.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკაგიორგი ვაშაძის მიმართ მოქალაქეთა ინტერესი სამჯერ მაღალია, ვიდრე...

გიორგი ვაშაძის მიმართ მოქალაქეთა ინტერესი სამჯერ მაღალია, ვიდრე გიორგი გახარიასა და კახი კალაძის – სოციალური ქსელების ანალიზი

სტატეგია „აღმაშენებლის“ გუნდმა ქართველი პოლიტიკოსების აქტივობის რეიტინგები, რამდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით, სოციალურ ქსელთან მიმართებაში შეაფასა. კვლევისა და ანალიზის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ოპოზიციონერი ლიდერის გიორგი ვაშაძის რეიტინგი სამჯერ უსწრებს ხელისუფლების წარმომადგენლების რეიტინგებს, მაგალითად პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის სოციალურ ქსელში აქტივობებს. როგორც სტრატეგია „აღმაშენებლის“ გუნდი აღნიშნავს, რეიტინგების გადამოწმება ფეისბუქ გვერდების მფლობელებს ძალიან მარტივად შეუძლიათ:

სტრატეგია „აღმაშენებელის“ გუნდმა სოციალურ ქსელში, რამდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით, ქართველ პოლიტიკოსთა გვერდების რეიტინგები და ამ გვერდებზე მომხმარებელთა ჩართულობის შედეგები შეაფასა. კვლევის შედეგად ნათლად გამოჩნდა, რომ პოლიტიკურ ლიდერებს შორის ყველაზე აქტიური და სოც ქსელების მომხმარებლებისთვის ყველაზე საინტერესო „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძეა. აღმოჩნდა, რომ ოპოზიციონერ ლიდერს სოციალურ ქსელში ყველაზე უფრო აქტიური და სხვა ქართველ პოლიტიკოსებთან შედარებით მეტი რეიტინგი აქვს.

რეიტინგების გადამოწმება ფეისბუქ გვერდების მფლობელებს მარტივად შეუძლიათ, თუმცა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია სოციალური ქსელის ჩართულობის (Engagement) კომპონენტი, რომელიც მოიცავს აუდიტორიის ნებისმიერ აქტივობას კონკრეტული გვერდის პოსტებზე – “ლაიქებს”, კომენტარებს, გაზიარებებს, ბმულზე გადასვლას და ა.შ. რაც კარგად ასახავს საზოგადოების ინტერესს კონკრეტული პოლიტიკოსებისა და მათი ოფიციალური გვერდების მიმართ.

მოქალაქეთა ინტერესისა და ჩართულობის მიხედვით გიორგი ვაშაძე 3-ჯერ უსწრებს, მაგალითისთვის, გიორგი გახარიასა და კახა კალაძეს,” – ნათქვამია სტრატეგია “აღმაშენებლის” გუნდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...