ხუთშაბათი, ოქტომბერი 16, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქოცობა ესაა მენტალური მდგომარეობა და არა პარტიული კუთვნილება"...

“ქოცობა ესაა მენტალური მდგომარეობა და არა პარტიული კუთვნილება” – ლაშა დიაროვი

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით და კონკრეტული მინიშნებებით ე.წ. ,,ქოცობის” შესახებ საუბრობს:

,,მეგობრებო, ქოცობა ესაა მენტალური მდგომარეობა და არა პარტიული კუთვნილება. ქოცური მოდგმა ყოველთვის არსებობდა და იარსებებს. ქოცის უშუალო წინაპრები არიან ბოლშევიკები, მოღალატე კომუნისტები, რომელთაც საქართველოს წაართვეს დამოუკიდებლობა, შემოუძღვნენ ქვეყანაში მტერს და თბილისის თავზე წითელი დროშა ააფრიალეს.

ბოლშევიკი ქოცები მაშინდელ პატრიოტებს ყაჩაღებსა და უცხო ქვეყნის აგენტებს ეძახდნენ, სწორედ ისე, როგორც დღეს.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მიხა ხელაშვილი მტრებად იყვნენ შერაცხულნი, უხსენებელი სერგო ორჯონიკიძე და ფილიპე მახარაძე კი გმირებად, თუმცა ისტორიამ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა!

დღეს ქაქუცა და მიხა პატრიოტიზმის სიმბოლო არიან, სერგო ორჯონიკიძე და ფილიპე მახარაძე კი მოღალატეები! ზუსტად ასევე იქნება სულ ცოტა ხანში, ყველაფერი თავის ადგილას დადგება, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

ქოცად ყოფნა ისეთივე სამარცხვინო გახდება, როგორც კომუნისტობაა დღეს. ქოცს ოფიციალურად ეწოდება მოღალატე და ქვეყნის მტერი, ხოლო მათ წინააღმდეგ მებრძოლ სინდისის პატიმრებს, ისტორია და ქართველი ერი, გმირებად შერაცხავს! ეს დრო შორს არაა!

გვახსოვდეს, ქოცი არის მოღალატე და ბოლშევიკი, ამ ქვეყნის მტერი, ხოლო ქოცთან მებრძოლი თითოეული ადამიანი პატრიოტი და გმირია! ✊🇬🇪🇪🇺🇺🇦”, – წერს ლაშა დიაროვი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მგონი ეს არის ბიძინას ფარული გეგმა… სია შემიძლია გავუგზავნო” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში...

“რეჟიმის სრული დელეგიტიმაცია არის გამარჯვების ერთადერთი გზა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ მიუხედავად 4...

“აქციის ორგანიზატორების ვალია ამ ქვეყნის ისტორიის წინაშე, ვიცოდეთ რა მოხდა სინამდვილეში და ვის გამო...

4 ოქტომბრის მოვლენების შედეგად დამდგარ რეალობაზე საუბრობს და ორგანიზატორებისგან...

“ვერ წარმომიდგენია რა უნდა გაეკეთებინა გოგის ისეთი, რომ ასეთი ფორმით, რაც გუშინ ვიხილეთ, მომხდარიყო...

,,დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძემ ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ კიდე მე მაკრიტიკებთ, როცა ბრძენს ვეძახი!” – ელისო კილაძე

ელისო კილაძის შეფასებები, მოსაზრებები, ვარაუდები: "წულუკიანის კომისიის დასკვნას მიემატება 4...

“მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ ძალადობას და ძალადობის დასაორგანიზებელ ფულს რომ...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე ყოფილ მთავარ...

“მესმის კრეტინი და ბითური ვიყავიო ამის აღიარება უფრო რთულია, მაგრამ ბოლოს მაინც მონანიება ჯობია…”...

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, პარლამენტის ყოფილი წევრი,...

“ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს!” – მურთაზ ზოდელავა

საყურადღებო მინიშნებებით, ემოციური კომენტარი გააკეთა მედიასთან ოპოზიციონერმა ლიდერმა, მურთაზ...

“ძალიან დაეტყო გაქოცება იმას, რასაც ერთ დროს ეროვნული ნაკრები ერქვა…” – ზურაბ ბატიაშვილი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მორიგ მარცხს, კონკრეტული მინიშნებით, ეხმაურება ანალიტიკოსი...