ხუთშაბათი, ოქტომბერი 16, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არ გამოვა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება! ნუ ღნავით ახლა,...

“არ გამოვა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება! ნუ ღნავით ახლა, – იმკურნალეთ!” ბონდო მძინარაშვილი

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მძიმე შეფასებებს ახდენს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი:

ნუ ღნავით, რა! 😡
ჰო, მამა გიცხონდათ, ორბელიანის მოედანზე დამკვრელებით მიხვედით და პრეზიდენტის სასახლის ღობე გაგეპრანჭათ და გამოგეცეკვათ!

ახლა ცდილობთ, იფუმფულოთ და იღუნღულოთ, თორემ კარგად გვახსოვს, 4 ოქტომბრამდე რა ბალღამიც ამოგდიოდათ და სიძულვილით შეპყრობილნი როგორი ანგარიშსწორებითაც იმუქრებოდით!

სახელმწიფო გადატრიალებაა პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა და ეს ასეა ყველა ქვეყანაში!
სახელმწიფოზე თავდასხმაა!

ჰოდა, თუ აქამდე არ დაინტერესებულხართ, ახლა წაიკითხეთ, რა სასჯელს ითვალისწინებს ეს დანაშაული!

მართლა ფილიგრანულად მოქმედებდნენ სამართალდამცველები და ამიტომაც აიცილეს თავიდან მსხვერპლი, თორემ თქვენ ამისთვისაც მზად იყავით!

ოღონდ, საკუთარი თავის არა, სხვის მსხვერპლშეწირვასაც არ მოერიდებოდით!

არ გამოვა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება!
აღარ გამოვა!

აღარ გაგივათ 1991-92-ის და 2003-ის სახელმწიფო გადატრიალებების მომწყობებს და მათ გაზულუქებულ მემკვიდრეებს!

შეეგუეთ, რომ საქართველო აღარასოდეს გახდება თქვენი არჩივი!

გითხრეს არაერთხელ!
მოისმინეთ, მაგრამ არ შეისმინეთ!
ჰოდა, ნუ ღნავით ახლა, – იმკურნალეთ!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“იმ ზებრას სადგომში ვის რა უნდოდა?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეკითხვები 4...

“4 ოქტომბრის ორგანიზატორებზე, რა მძიმეც არ უნდა იყოს შეცდომა, აზრს არ ვიცვლი” – ლელა...

4 ოქტომბრის ორგანიზატორებსა და შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით კონკრეტულ მოსაზრება-შეფასებებს...

“ყველა მიმდინარე ახალი კანონი და მომავალში რაც იქნება, ბუნებრივი გაგრძელებაა უკვე დამკვიდრებული ტოტალიტარიზმის გაძლიერების”...

მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ინიციატივებს და საკონსტიტუციო სასამართლოში...

“მე ამ ბრძოლაში ვიქნები ბოლომდე – ციხეშიც და თავისუფლებაზეც” – ირაკლი ნადირაძე

“38-ე საკანში სინდისის პატიმრებთან — ნიკოლოზ ჯავახიშვილთან, რეზო კიკნაძესთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ კიდე მე მაკრიტიკებთ, როცა ბრძენს ვეძახი!” – ელისო კილაძე

ელისო კილაძის შეფასებები, მოსაზრებები, ვარაუდები: "წულუკიანის კომისიის დასკვნას მიემატება 4...

“მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ ძალადობას და ძალადობის დასაორგანიზებელ ფულს რომ...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე ყოფილ მთავარ...

“მესმის კრეტინი და ბითური ვიყავიო ამის აღიარება უფრო რთულია, მაგრამ ბოლოს მაინც მონანიება ჯობია…”...

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, პარლამენტის ყოფილი წევრი,...

“ასეთი ადამიანები წერენ ისტორიას🙏🙌” – ელისო კილაძე მურთაზ ზოდელავაზე

"ქრონიკა პლიუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, დაპატიმრებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოს,...

“ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს!” – მურთაზ ზოდელავა

საყურადღებო მინიშნებებით, ემოციური კომენტარი გააკეთა მედიასთან ოპოზიციონერმა ლიდერმა, მურთაზ...