ხუთშაბათი, ოქტომბერი 16, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველამ ყველაფერი იცოდა" - შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის...

“ყველამ ყველაფერი იცოდა” – შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, კონკრეტული შედარებებისა და მინიშვნების პარალელურად პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით:

ყველამ ყველაფერი იცოდა.

იცოდნენ, რომ ოთხში ოთხ საათზე ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდნენ. იცოდნენ რომ, თუ მიზანს მიაღწევდნენ და ხელისუფლებას დაამხობდნენ, თავის შავ სიებს ამოიღებდნენ და სულ სახელ-სახელ გაივლიდნენ ვინ რომელ ბოძზე ჩამოეკიდათ და ვის ოჯახს სად მივარდნოდნენ.

კედელთან მიაყენებდნენ მათ სამიზნეებსაც და ყველას, ვინც მათ გამოესარჩლებოდა. ერთნი იმოქმედებდნენ, მეორენი ტაშს დაუკრავდნენ, მესამენი მობილურით გადაუღებდნენ. ზიზღი ხომ საკუთარ ლეგიტიმურ უფლებად მიაჩნიათ.

ეს იცოდა ოთხში ოთხ საათზე შეკრებილმა თითოეულმა ადამიანმა – პოლიტიკოსმაც და ენჯეოშნიკმაც, ზრდასრულმაც და ახალგაზრდამაც, ექიმმაც და ინჟინერმაც. იცოდნენ, რომ ქვეყანას ქაოსისთვის სწირავდნენ. იცოდნენ და მაინც მივიდნენ.

ნეპალი ვერ შედგა. სისხლი ვერ დაიღვარა. ქვეყანა ქაოსს და 90-იანებში დაბრუნებას გადაურჩა. ქვეყნის მომავლის დამამხობლები დამარცხდნენ.

ყველას ჰქონდა არჩევანი – აჰყოლოდა ან არ აჰყოლოდა, მისულიყო ოთხში ოთხზე ან არ მისულიყო, ესროლა პოლიციელისთვის ქვა ან არ ესროლა, შევარდნილიყო პრეზიდენტის სასახლეში ან არ შევარდნილიყო. ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა.

ყველა არჩევანს თავისი შედეგი აქვს. ვისაც არჩევანის გაკეთების სითამამე ჰყოფნის, მისი შედეგის მიღების სითამამეც უნდა ეყოს.

მათ კი, ვინც დამარცხებისას წინა ხაზზე სუსტები, მოხუცები, მოწყვლადები დააყენეს და გაწირეს, ახლა კი პასუხისმგებლობას გაურბიან და დაკავებულებით სპეკულირებენ, სამართლებრივთან ერთად, მორალური პასუხისმგებლობაც ელით“, – წერს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე შალვა პაპუაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით რომ 4 ოქტომბერზე ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, მხოლოდ უადვილებს ივანიშვილს...

საქართველოს მე-3 პრეზიდებტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

“მგონი ეს არის ბიძინას ფარული გეგმა… სია შემიძლია გავუგზავნო” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში...

“უცნაური ისაა, რომ ყაველაშვილს თავის საპრეზიდენტო სფიჩებში არასდროს მოუყვანია ანალოგია ფეხბურთიდან” – მიშა მშვილდაძე

ტვ,,ფორმულას” თანადამფუძნებელი და ტელეწამყვანი, მიშა მშვილდაძე ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“ყველგან გეძებ მა; ხალხში; ჰაერში; ცაში; ძილში თუ ცხადში… შარშან ამ დღეს შო გაფრინდა”...

ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი, შვილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ კიდე მე მაკრიტიკებთ, როცა ბრძენს ვეძახი!” – ელისო კილაძე

ელისო კილაძის შეფასებები, მოსაზრებები, ვარაუდები: "წულუკიანის კომისიის დასკვნას მიემატება 4...

“მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ ძალადობას და ძალადობის დასაორგანიზებელ ფულს რომ...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე ყოფილ მთავარ...

“მესმის კრეტინი და ბითური ვიყავიო ამის აღიარება უფრო რთულია, მაგრამ ბოლოს მაინც მონანიება ჯობია…”...

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, პარლამენტის ყოფილი წევრი,...

“ასეთი ადამიანები წერენ ისტორიას🙏🙌” – ელისო კილაძე მურთაზ ზოდელავაზე

"ქრონიკა პლიუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, დაპატიმრებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოს,...

“ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს!” – მურთაზ ზოდელავა

საყურადღებო მინიშნებებით, ემოციური კომენტარი გააკეთა მედიასთან ოპოზიციონერმა ლიდერმა, მურთაზ...