4 ოქტომბერთან დაკავშირებულ სიტუაციას პოლიტიკურ შეფასებას აძლევს და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ზარქუა:
“ერთმანეთს აქეზებდნენ და ხალხს მოუწოდებდნენ, ახალგაზრდებს, რომ აბა რუსთაველზე ჩამოდით, 4-ში უნდა დავიწყოთ, 4-ში უნდა დავამთავროთ, ჩამოვამხოთ ეს მთავრობა, სხვანაირად აბა როგორ გინდათ.
აი, ტიპიურად… 2 წამში გაყიდეს ერთმანეთი… თავიდან, ვინც დიდ გულზე იყო, რომ აბა რა, უნდა დავამხოთ, ყველა გავიდეთ, ყველა უნდა ჩამოვანგრიოთ, მოწოდებები იყო, მერე ბოლოში ამატებდნენ მშვიდობიანადო. როგორ კაცო, ძალადობა და რევოლუცია მშვიდობიანად?! სად, ვინ, როგორ, რანაირად?! არ გაგონილა…“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.