სახალხო კრების დაპატიმრებულ ხუთეულთან დაკავშირებით შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და კონკრეტული პირების მიმართ მინიშნებებს აკეთებს:
“ის, ვინც ამუნათებს სახალხო კრების დაპატიმრებულ ხუთეულს, ცდილობს დაფაროს თავისი სიმხდალე და ამას აკეთებს იმის გამო, რომ სწორედ მათ გაბედეს და გადადგეს ნაბიჯები ქვეყნის გადასარჩენად. ასეთი შურიანობა მე ჩემს თავზე არაერთხელ გამომიცდია.
ადამიანების ტალახში მთრეველების პირით ივანიშვილი ცდილობს დაგანახოთ, რომ თქვენ არა მარტო ერი არ ხართ, თითქოს არარაობები ხართ, მაგრამ ის, ვინც ამას აკეთებს, თვითონ არიან არარაობები“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.