ხუთშაბათი, ოქტომბერი 9, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ...

“მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ ძალადობას და ძალადობის დასაორგანიზებელ ფულს რომ ეძებთ, კორუფციაში ჩაფლულო ქოცებო…” – ეკა ხერხეულიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე ყოფილ მთავარ პროკურორ, პოლიტიკოს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ მურთაზ ზოდელავასთან დაკავშირებით წლების წინანდელ ისტორიას იხსენებს და ემოციურ შეფასებებს აკეთებს:

ახლა ჟურნალისტი შემეხმიანა, მურთაზი მართლა წესიერი ბიჭიაო?!🙂

ეს არის ინსპირაცია იმ ზედმეტად სასაცილო და სევდიანი ისტორიისა, რისი მოყოლა არც ვიცი კორექტულია თუ არა.

მოკლედ,
2012 წ. ფეხი რომ არ მოუცვლია, იცით… გენპროკურორის კაბინეტში დახვდა ქოცებს, გადააბარა მიმდინარე საქმეები და ცოტა ხნით წავიდა ევროპაში. ძალიან მალე დაბრუნდა. ვერ გაჩერდა… მაგრამ, ეს არ არი ის, რისი მოყოლაც მსურს…

ერთ მშვენიერ დღეს, სარფის საბაჟოდან მირეკავს ახლობელი…
ეკა, ეს მურთაზ ზოდელავა ხო ნაღდად გენპროკურორი იყოო?
– კი თქო…
– რანაირადო, ტო...
– რა მოხდა თქო…
– გამოვშტერდითო, თვითმფრინავის ბილეთის ფული არ ჰქონდაო?
– რა ხდება-თქო

– ტიპი ბუდაპეშტიდან დანგრეული მანქანით ჩამოვიდა და უარესს გეტყვიო, მანქანის სახურავზე ტელევიზორი ადგასო…

ნუ, რა ვიცი, გავატარე ეს ამბავი, ყოველდღე ვიღაცას იჭერდნენ, არ გამხსენებია…

გავიდა დრო, მოვიდა ჩემთან, გამახსენდა და ვეკითხები:
– რა ტელევიზორი მოგქონდა-თქო?

– იქ ბიჭებმა ნაქირავები სახლისთვის მიყიდეს და ბავშვს ჩამოვუტანე, მე კიდე როდის შევძლებ პლაზმური ტელევიზორის ყიდვასო…

მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ ძალადობას და ძალადობის დასაორგანიზებელ ფულს რომ ეძებთ, კორუფციაში ჩაფლულო ქოცებო…“, – წერს ეკა ხერხეულიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მჯერა რომ ირაკლის მოტივაცია არის გულწრფელი. ამიტომაც იყო განსაკუთრებით მძიმე მისი დაპატიმრების ყურება” –...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, საბა ბუაძე ემოციური შეფასებებით ეხმაურება ირაკლი ნადირაძის...

“დღესაც ისევე მძულს გაყიდული ოპოლიდერები, უხერხემლო ყბედები, რევიზიონისტი და მორალისტი უსაქმურები, როგორც გუშინ” –...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრის მაია ნადირაძის...

“აბა გვერდიდან შევხედოთ ქოცებს. სინამდვილეში საშინელი 1 კვირა აქვთ რუსებს” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე ცალკეულ ფაქტებზე მინიშნებით კონკრეტულ...

“რასაკვირველია არჩევნების შედეგს ვაღიარებთ – ჩვენი მოსახლეობის არჩევანი არის უზენაესი” – კახა კალაძე

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მესმის კრეტინი და ბითური ვიყავიო ამის აღიარება უფრო რთულია, მაგრამ ბოლოს მაინც მონანიება ჯობია…”...

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, პარლამენტის ყოფილი წევრი,...

“ამას რას ვისმენთ ხალხნო, კატასტროფაშია ქვეყანა” – თაკო ჩარკვიანი

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის სკანდალურ ვიდეოს, სოციალურ...

“მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ ძალადობას და ძალადობის დასაორგანიზებელ ფულს რომ...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე ყოფილ მთავარ...

“ასეთი ადამიანები წერენ ისტორიას🙏🙌” – ელისო კილაძე მურთაზ ზოდელავაზე

"ქრონიკა პლიუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, დაპატიმრებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოს,...