პარასკევი, ოქტომბერი 10, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ...

“მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ ძალადობას და ძალადობის დასაორგანიზებელ ფულს რომ ეძებთ, კორუფციაში ჩაფლულო ქოცებო…” – ეკა ხერხეულიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე ყოფილ მთავარ პროკურორ, პოლიტიკოს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ მურთაზ ზოდელავასთან დაკავშირებით წლების წინანდელ ისტორიას იხსენებს და ემოციურ შეფასებებს აკეთებს:

ახლა ჟურნალისტი შემეხმიანა, მურთაზი მართლა წესიერი ბიჭიაო?!🙂

ეს არის ინსპირაცია იმ ზედმეტად სასაცილო და სევდიანი ისტორიისა, რისი მოყოლა არც ვიცი კორექტულია თუ არა.

მოკლედ,
2012 წ. ფეხი რომ არ მოუცვლია, იცით… გენპროკურორის კაბინეტში დახვდა ქოცებს, გადააბარა მიმდინარე საქმეები და ცოტა ხნით წავიდა ევროპაში. ძალიან მალე დაბრუნდა. ვერ გაჩერდა… მაგრამ, ეს არ არი ის, რისი მოყოლაც მსურს…

ერთ მშვენიერ დღეს, სარფის საბაჟოდან მირეკავს ახლობელი…
ეკა, ეს მურთაზ ზოდელავა ხო ნაღდად გენპროკურორი იყოო?
– კი თქო…
– რანაირადო, ტო...
– რა მოხდა თქო…
– გამოვშტერდითო, თვითმფრინავის ბილეთის ფული არ ჰქონდაო?
– რა ხდება-თქო

– ტიპი ბუდაპეშტიდან დანგრეული მანქანით ჩამოვიდა და უარესს გეტყვიო, მანქანის სახურავზე ტელევიზორი ადგასო…

ნუ, რა ვიცი, გავატარე ეს ამბავი, ყოველდღე ვიღაცას იჭერდნენ, არ გამხსენებია…

გავიდა დრო, მოვიდა ჩემთან, გამახსენდა და ვეკითხები:
– რა ტელევიზორი მოგქონდა-თქო?

– იქ ბიჭებმა ნაქირავები სახლისთვის მიყიდეს და ბავშვს ჩამოვუტანე, მე კიდე როდის შევძლებ პლაზმური ტელევიზორის ყიდვასო…

მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ ძალადობას და ძალადობის დასაორგანიზებელ ფულს რომ ეძებთ, კორუფციაში ჩაფლულო ქოცებო…“, – წერს ეკა ხერხეულიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა აზრი აქვს ამ სიტყვებს, მაგრამ… პრემიერი არ უნდა იმუქრებოდეს” – არჩილ გამზარდია

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ მუქარანარევ განცხადებას კონკრეტული...

“რა საჭიროა პარტიები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესს ვერ ქმნიან და კომენტატორებივით გვერდიდან აკვირდებიან?” – მერაბ...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, კონკრეტული პოზიციით და შეკითხვით, მიმართავს პოლიტიკურ...

“ფოკუსი გაასწორეთ მეგობრებო‼️ მე მაინც იმას დავწერ, რაც სიმართლეა!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელზე გააქტიურებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მესმის კრეტინი და ბითური ვიყავიო ამის აღიარება უფრო რთულია, მაგრამ ბოლოს მაინც მონანიება ჯობია…”...

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, პარლამენტის ყოფილი წევრი,...

“მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ ძალადობას და ძალადობის დასაორგანიზებელ ფულს რომ...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე ყოფილ მთავარ...

“ბოროტი ჩიჩილაკი გაწეწილი იჯდა დარბაზში, სადაც მთავარი თემა რუსეთის აგრესიის შეჩერება იყო” – ნინო...

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მონაწილეობას...

“ამას რას ვისმენთ ხალხნო, კატასტროფაშია ქვეყანა” – თაკო ჩარკვიანი

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის სკანდალურ ვიდეოს, სოციალურ...

“ასეთი ადამიანები წერენ ისტორიას🙏🙌” – ელისო კილაძე მურთაზ ზოდელავაზე

"ქრონიკა პლიუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, დაპატიმრებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოს,...